ეძღვნება ანუკას და ასაფრენ ბილიკზე დამსხვრეულ თვითმფრინავებს

ივნისი 16, 2007, 8:56 PM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

მოკლედ, მოთხრობაა რა, გუშინ სპონტანურად გავაკეთე

ქარი თოვლის ნამქერს ჰაერში ატრიალებდა და საღებავ ამძვრალ ფიუზელიაჟებს თეთრად ფიფქავდა. კარებ დაგმანულ ანგარში ვიდექით. უშანკაში გამოწყობილი აეროდრომის დარაჯი გაბმულად ახველებდა, თან ცდილობდა ქარს სიგარეტი არ ჩაექრო.
– დიდი ხანია აქ მუშაობთ? – ვკითხე დუმილის დასარღვევად
– 20 წელია
– ხოოოო – მორიგ ღერს მოვუკიდე – ავიაცია ბავშვობის ტკივილია. თავის დროზე ავია მოდელისტობა მინდოდა
– მე ინჟინრობა მინდოდა, მაგრამ ამ ჭაობს შევრჩი – ყოველგვარი დანანების გარეშე თქვა, ალბათ კაი ხნის გამოგლოვილი ყავდა ბავშვობისდროინდელი ოცნებები
– რაღაცნაირად სასაფლაოს ჰგავს აქაურობა, გარშემო სულ დამტვრეული თვითმფრინავებია
– თუ მაინცდამაინც სასაფლაო. მაშინ მკვდრად შობილი ბავშვების განსასვენებელი ყოფილა. ამ თვითმფრინავების უმეტესობას აფრენა არ ღირსებია, პირველივე საცდელი გაფრენინას ასაფრენ ბილიკზე დაიმსხვრნენ
– საწყენია
დარაჯმა მხრები აიჩეჩა, თვითმფრინავები ჭირსაც წაუღია, მთავარი მფრინავ გამომცდელები ცოცხლები გადარჩნენო
– ეგ ხო, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დამსხვრეული თვითმფრინავებიც გულმოსაკლავია
დარაჯმა გაკვირვებულმა გადმომხედა. ალბათ არ მოელოდა მსგავს სენტიმენტებს
– იცი, მეც ბევრჯერ მიფიქრია – თქვა ხმადაბლა და ღრმა ნაფაზი დაარტყა – ჩემი ერთდერთი შვილი 2 წლის მოკვდა დიფტერიით. დედამისმა ორმოცამდე ვერ მოითმინა და სხვა კაცს გაჰყვა. როგორც გავიგე ეხლა სამი სრულიან ჯანრთელი შვილი ჰყავს. ჩემი ბიჭის საფლავზე რომ ავდივარ, ყოველთვის აქაურობა მახსენდება, თითქოს ასაფრენ ბილიკზე დამტვრეული თვითმფრინავი იყოს…დედამისმა კი განაგრძნო ცხოვრება….როგორც მფრინავები აგრძელებნ ცხოვრებას და სხვა, წუნდაუდებელი თვითმფგრინავების გამოცდას…მაპატიე – დაამატა ბოლოს
გარეთ გრიგალი არ ისვენებდა, საღებავ ამძვრალი ფიუზელიაჟები უფრო ღრმად იმარხებოდნენ ნამქერში
– ნეტა ქარი მალე ჩადგებოდეს – ვთქვი ჩემთვის
– აეროდრომის დათვალიერება გინდა?
– ხო, მიმოვათვალიერებ, იქნებ თვითმფრინავებს შორის ჩემი ბავშვობის ოცნებებიც ვიპოვნო, რომლებიც პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე დაიმსხვრნენ
– წარმატებები – ჩაიცინა დარაჯმა – თუ კარგად მოძებნი, ვინძლო ბავშვობის ოცნებებთან ერთად შენი გუშინდელი ოცნებაც იპოვნო, რომელიც უკვე გუშინ იცოდი რომ არ ასრულდებოდა
”მაშინაც ანუკასაც აქ ვიპოვნი, რამდენიმე საათიან ოცნებას” გავიფიქრე რაღაცნაიარდ დამშვიდებულმა და უკანასკნელი ნაფაზი არ ნახული სიამოვნებით დავარტყი

ნაცრისფერი ქრონიკები ანუ ვკეთილშობილდები :)))

ივნისი 16, 2007, 8:50 PM | Posted in უკატეგორიო | დატოვე კომენტარი

კიდევ ერთი დღე მიაძაღლა ჰერ მროველმა!

მერე ამით რა? არც არაფერი, აბიჩნი ხრენასოსობა და ნაგავი, მაგრამ ეს ხასიათს ვერ მიფუჭებს, რადგან ვკეთილშობილდები :)))) აე, ეხლა წარმოვიდგინე რა კაცი იქნება კეთილშობილი მროველი… ფუ, ფუ, ჯვარი გვწერია, რამეზე დააკაკუნეთ, ღმერთი არ გაწყრეს და მართლა არ გავკეთილშობილდე :)))  ხუმრობას რომ შევეშვათ და სერიოზულად ვთქვათ, გუშინდელის შემდეგ გაცილებით კეთილი ვარ, არ ვილანძღები, არ ვყვირი და საჭმელში ხოჭოებს არ ვყრი 😀 რატომ მაინცდამაინც გუშინდელის შემდეგ და გუშინ ვაღიარე მოკლე მეტრაჟიანი გატაცება მაქვს მეთქი, რომელიც მართლა მოკლემეტრაჟიანი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში დღეს გული უკვე ჩვეულ რითმში მიცემს, ატეხილი ნადირივით ოთახში ბოლთის ცემას შევეშვი და სიგარეტი მოვწიე და არა დავღეჭე…მოკლედ პროგერსს განვიცდი 😀 სხვა არაფერი, ცხელა, სუნთქვა მიჭირს, კაი ჯიგრულ დეს მეტალს ვუსმენ, ველოდები ხალხი როდის დაწვება რომ გავაბოლო გემოზე 🙂 ეს არის რა სულ…ხო. ანუკა მენატრება…მაგრამ….იტოგში, წავედი წავედი

მიმდინარე ამბები

ივნისი 15, 2007, 9:24 PM | Posted in უკატეგორიო | დატოვე კომენტარი

არ მკითხო სად ხარ დაკჯარგული, რატომ დამივიწყე და ასეთები. კომპის დედა პლატა იყო დამწვარი, ხოდა სამი კვირა მომავლის ტექნოლოგიებში ეგდო რომ გამოეცვალათ. გაოცვლითმა ოპერაციებმა წარმატრებით ჩაიარა, გაურკვეველი წარმოშობის გიგაბაიტის დედაპლატა ასუსის დედაპლატით შემიცვალეს, ნუ შეიძლება ისევ გიგაბაიტი სჯობდა, მაგრამ მე ასუსი მესიმპატიურება, უფრო ვიდზეა და ლამაზი სათამაშოები მოყვა 😀 მოკლედ რა…..

სხვა მხრივ რისი გახსენება შეიძლება. გუშინწინ მე და ყვავამ მორიგი გალეშვა ივენთი მოვაწყეთ. პინგვინებში დავიწყეთ და ჩემთან, სახლში, ჭაჭით გავაგრძელეთ, თან მოდილიანს ვუყურებდით, როგორც მახსოვს ყვავას გული აუჩუყდა და ცრემლები წამოყარა, მაგრამ ამაზე თავს ვერ დავდებ, კატასტროფულად ვიყავი გალეშილი, აი ისეთი გალეშილი რომ ჩემ მორყეულ სკამზე შემდგარი მთელი ხმით ვადღეგრძელებდი დრუიდებს. ოღონდ არ მკითხო დრუიდები ვინ არიანო….ან მკითე, მაინც ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ არ ვიცი 😀 იმ დღეს კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა – რწყევის პირადი რეკორდი მოვხსენი. 45 წუთი იმენა არ გავჩერებულვარ რა 😀

ტაკ..ვაგრძელებთ.

ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – დროებითი გატაცება მაქვს 15 წლის უმანკო გოგონათი :)))) პირნციპში, ამ თემაზე წერა ალბათ არც ღირს. არ ღირს იმდენად რომ ყველაფერი დასაწყისშივე დამთავრებულია. თქვენი მონა-მორჩილი ლევან მროველი ვერ შეძლებს ხსენებული გოგოს გული მოიტაცოს გარკვეული ხნით. მიზეზები ჩვეულებრივ ტრივიალურია – ღიპი, მოშვებული წვერი, გაბურძგვნილი თმა და 3-4 სანტიმეტრის ნაკლებობა ოდნავ მაღალი მაინც რომ გამოვჩნდე…ნუ იტყვით, დედა ეს რა კომპლექსიანიაო, ღიპი, თმა, წვერი, რომ მაკომპლექსებდეს, ვიზრუნებდი რომ არც ერთი მქონდეს არც მეორე და არც მესამე…..უბრალოდ, ამ ყველაფრის გათვალისწინებას და არ შემდგარი ურთიერთობის მიზეზად მოყვანას მწარე რეალობა მაიძულებს, უფრო ზუსტად მწარე გამოცდილება. ერთი სიტყვით, არ ღირს რა ამ თემაზე საუბარი, ასაფრენი ბილიკები უკვე გადაულახავი შლაგბაუმით არის ჩაკეტილი…

რაც შეეხება შემოქმედებას. ამ დროში ერთი ნორმალური ვეში გავაკეთე და სამ ვეშზე ერთდროულად ვმუშაობ. იმედია ერთს მაინც მივიყვან ბოლომდე 🙂

მოკლედ, დროებით 🙂

ღადაობა – ზედმეტად დატკბილებული ჩაი

მაისი 7, 2007, 12:46 AM | Posted in უკატეგორიო | 3 Comments

ალბათ თქვენც მოგსვლიათ, ჩაიში შეჩვეულზე მეტი შაქარი რომ მოგივა და საყვარელი სითხე გულის ამრევი ხდება. გადამეტებული ღადაობაც დაახლოებით ეგეთ პონტშია. საერთოდ, ასწორებს, სამი-ოთხი ახლობელი რომ ზიხართ, ენები მხრებზე გაქვთ გადაკიდებულები და ”ღადაობის გენიალურ ნიმუშებს ქმნით”, მაგრამ რაღაც მომენტში ხასიათი ფუჭდება, წეღან რომ ხუმრობაზე სიცილით იხეოდი, იგივე ხუმრობა უპრიმიტიულეს ხარახურად გეჩვენება, გულს გირევს, ერთი სული გაქვს თავი დააღწიო ამ ოხუნჯებს, სუფთა ჰაერზე გახვიდე და სული მოითქვა, ხოლო როცა ზომას იპოვნი და სერიოზულ თემას ხუმრობას შეუხამებ, რაღაც ავადმყოფურად მაგარი გამოდის. ზომიერების ამბავია რა ალბათ……

ნაცრისფერი ქრონიკები (ნაწილი V )

აპრილი 30, 2007, 3:54 AM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

იღერძებოდა ტვინი საბრალო…..
ბლინ!!!
მოვაღწიე როგორც იქნა ბლოგამდე!!!
რავა ხარ, ან ხომ ხარ საერთოდ?
მე იმენა ექშენ დღე მქონდა, უფროსმა მროველმა კი არადა ვაბშემტან უფროსმა რა, ჩემ ტვინთან ვერბალური სექსის მორიგი სეანსი ჩაატარა, ნეტა არ მობეზრდა ტო? მე უკვე კაი ხნის მობეზრებული და ნახუი გაშვებული მექნებოდა, მაგრამ ამას არა, ისევ ტკივა გული დავარცხნილ-დასუფთავებულ ბიჭებს რომ ხედავს, მე კი ამ დროს თმა გაბურძგვნილი და წვერ მოშვებული დავდივარ (ამასთნ დაკავშირებით ხუან პაბლო ტატოიას ვეში – უვიცი გამახსენდა, ჩავრთე და ვუსმენ :D), ხოდა იმას ვამბობ, ნაგავი ვარ მეთქი, ოჯახს ვარცხვენ, ჩემზე არანაირი დარიგება არ მოქმედებს, სულ გამაგიჟეს ყვავმა და მეტალისტებმა…. :D, პრინციპში ნეტარ არიან მორწმუნენი, ამათ თუ ჰგონიათ, რომ რასაც ვაკეთებ ყვავასი ან თუნდაც ნერგალის ხათრით ვაკეთებ, მაშინ საღოლ რა. იდიოტად მთვლიან და ვერ მივმხვდარვარ :)))) ხო, დღეს საბოლოოდ დამტკიცდა ჩემი თეორია მოსმენის ხერხებთან დაკავშირებით, რომელიც წინა ვერბალური აქტისას შევიმუშავე. რაში მდგომარეობს ეს თეორია: როცა უფროსი ბუინობს, მისი ბუნიაობის მოსმენის, უკეთ რომ ვთქვათ გაძლების ორი საშუალება არსებობს: 1. ვუსმინოთ ჩუმად, თვალებში მორჩილების ნაპერწკალ აელვარებულებმა 2. ვუსმინოთ ჩუმად, სახეზე ირონიულ ღიმილ დაფენილებმა. პირველი ხერხი უფროსში ახალ ენერგიებს აღვიძებს, მისი გამოსვლა ხდება უფრო ენერგიული და მომთხოვნი, თუ აქტის დასაწყისში გთხოვდათ არ გასრისო ჭიანჭველებიო, ფინალურ ეტაპზე იქნებ ისიც მოგთხოვოთ, დათვთან ორალური სექსით დაკავდიო…მოსმენის მეორე ხერხს კი უფროსი ისტერიკამდე მიყავს, მისი ხმა სულუფროდაუფრო მწივანა ხდება, ისვრის მარაზმულ დებულებებს, გადადის გინებაზე და უხეშ შეურაცყოფაზე, ბოლოს კი სულ ჩუმდებაბოლოს დავძენ, რომ ორივე მეთოდი 21 წლის მანძილზე იტესტებოდა ჩემს მიერ და შედეგებზე პასუხისმგებელი ვარ :))))
სხვა რა…ბრძოლა გამოვლილმა იმის წერა დავიწყე რა ქვია, აი სიმენონის ჟანრში რომ არის და დეტექტივი არაა 😀 (მიხვდი ეხლა როგორმე) დავწერე კიდეც, მაგრამ არ მომწონს და ხვალ დავხევ…მერე ისა, გოშამ დარეკა, ხვალეო იქო, მეც ზე ხასიათზე დავდექი. კიდევ ? კიდევ არაფერი. ადამიანის უფლებები წავიმეცადინე და გავაგრძელებ ამ საინტერესო საქმეს 🙂

ნაცრისფერი ქრონიკები (ნაწილი III-IV)

აპრილი 29, 2007, 4:31 AM | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 3 Comments

პრევედ…
როგორ ხარ შე ჩემა? გუშინ არაფერი დამიწერია, დღესაც არაფერს დავწერდი და ვაბშე დავიკიდებდი ყველაფერს, მაგრამ მომენატრე რა, ხოდა ვწერ აგერ…გუშინ რა მოხდა საინტერესო? ხო რა მოხდა? ვაბშე გუშინდელ დღეს ვერ ვიხსენებ, ნუ ღამეს ვიხსენებ, იმიტომ რომ ცუდად ვიყავი, მაგრამ დღის განმავლობაში რა მოხდა? უნივერსიტეტში წავედი, ვნახე შალვა, დავპირდი ეკოლოგიას დისკზე ჩავუწერდი, ხო, სამსახურში შევიარე, მერე სახლში მოვედი, დავიძინე…ხო, ხო, გამახსენდა, გამახსენდა…..იოო რა მაგარი ვარ ე:)))) ისე დღევანდელი დღეზე სლეობა და ამასთან საინტერესო დღე ძალიან ძნელად მოიძებნება… Continue Reading ნაცრისფერი ქრონიკები (ნაწილი III-IV)…

ნაცრისფერი ქრონიკები (ნაწილი II)

აპრილი 27, 2007, 1:17 AM | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 2 Comments

პრინციპში არც ისე ნაცრისფერი დღე გამოდგა. ორის ნახევარზე გამეღვიძა, ბებიაჩემს პური ამოვუტანე, გემრიელად ვისაუზმეთ (ბებიაჩემა ისადილა), მერე ყვავასთან დავაწექი. მისი შეკრეჭილი თავი პირველად ვნახე. როგორც შომ თქვა, თმებს ტვინის გარკვეული ნაწილი გააყოლა და ეხლა ”აყლიმატიზაციას”  განიცდის, მაგრამ ეს არაფერი, გაუვლის, ყველას გვაქვს მსგავსი მომენტები ცხოვრებაში…:D ყვავასთან შო და ლევანი (lawman) დამხვდნენ, ჩემი მიტანილი ღვინო გამოვწრუპეთ და ენებიც დავიფხანეთ. ყვავამ სამწუხაროდ ჩვენთვის ვერ მოიცალა, ჩარს აკაჩავებდა, თუ არ ჩავთვლით დროდადრო მოცემულ მამაშვილურ დარიგებებს ღვინის სმის სწორი მეთოდების შესახებ. ალბათ ასეთი გულთბილი დამოკიდებულების ბრალია, ორ-სამ საათში რომ დავიშალეთ, შო და ლავმენა ვაკისკენ დააწვნენ, მე მეტროთი წამოვედი. მეტროში ხომ დიდი რეფორმები ტარდება. სადგურებში მონიტორები დაამონტაჟეს და სანამ რეკლამის დამკვეთები გამოჩნდებიან, ”ერისიონის კონცერტებს ატრიალებენ Continue Reading ნაცრისფერი ქრონიკები (ნაწილი II)…

ნაცრისფერი ქრონიკები….. (Part 1…)

აპრილი 26, 2007, 3:09 AM | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 2 Comments

ესე იგი, დღეიდან ვიწყებ ახალ თემას ჩემს ბლოგზე ”ნაცრისფერი ქრონიკები”. ამ სათურის ქვეშ გაერთიანდება ის ჩანაწერები, რომლებიც მორიგ, უსახურ დღეს აღწერენ. საერთოდ, უსახურ დღეს აღწერა არ სჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დეტალი გამოერევა ხოლმე, რომელიც თავში მიჯდება, არ მასვენებს და შეიძლება სულაც რამდენიმე თვის შემდეგ მოთხრობად გარდაიქმნას. ამიტომ მეც დავწერ ხოლმე, ჩემი მაინც არაფერი მიდის 🙂
მოკლედ, “ნაცრისფერი ქრონიკები” გახსნილად გამომიცხადებია. 🙂

მერომელიღაცა აპრილი

2007 წელი

უნივერსიტეტი, სახლი, ძილი, კომპიუტერი, გატეხილი ღამე…..უშაბლონურესი სქემა, რომელსაც ყოველდრე ერთგულად მივსდევ, ცხადია ჩემდა უნებურად :)უნივერსიტეტში ყველაფერი ნორმალურად არის, არც გარიცხვა მემუქრება და არც განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტთა დაფაზე გამოკვრა. მივათრევ ჩემ წილ სემესტრებს და არც ერთ ლექტორს არ დაწყდება გული, თუ ერთ დღეს სასოფლოში გადავიტან საბუთებს. არადა თითქოს ერთერთი საუკეთესო სტუდენტი უნდა ვიყო, ნიჭი მაქვს (ასე მე არ მგონია, სხვა ამბობს, რომლისაც მჯერა), თითქოს მაინტერესებს კიდეც, მაგრამ ინტერესი უნივერსიტეტის, საუკეთესო შემთხვევაში კი აუდიტორიის კარებთან სრულდება. ამაში დამნაშავე ჩემს გარდა ალბათ ლექტორებიც არიან, მიდგომა არა აქვთ სწორი. მათთვის ლექცია მოვალეობის მოხდის 45 წუთია, ჩემი აზრით კი მათი მიზანი სტუდენტის საგნით დაინტერესება უნდა იყოს. ლექციიდან გამოსულს ერთი სული უნდა მქონდეს წიგნს როდის ჩავუჯდები და ახსნილ მასალას გავარჩევ. არ ვიცი რა, ალბათ ძალიან ბევრს ვითხოვ, ან შეიძლება სწორს ვითხოვ, მაგრამ არა სწორ ადგილას
ბლინ!!!

ტრიგანი, როგორც ასეთი

აპრილი 25, 2007, 9:43 PM | Posted in უკატეგორიო | 8 Comments

მორიგი ემბიენტ ვეში

………

თბილისის აფთიაქებში დღესდღეობით ეს პრეპარატი დეფიციტურია
ლამაზი აფთიაქარი გოგოები ტრიგანის ხსენებისას ირონიულად იღიმიან
შემჩნეული აქვთ, თუ იყიდიან ტრიგანს, იგივე პირი მეორე დღეს დიდი რაოდენობით ციტრამონს ყიდულობს

ადამიანები ჩრდილებად იქცევიან, რომლებიც შენში დაფარფატებენ
სიგარეტი გემოს კარგავს, სამაგიეროდ ყველაზე სუფთა ჰაერიც კი წითელ თესლიანი პლანივით სასიამოვნოა

არტ კაფეში ვისხედით
ჩემ ძმაკაცს ვიღაც “ჯაან ხელოვანი” გოგჩოს ძუძუებზე თვალები მიეყინა. ჩემი ძმაკაცი ლოთი, მეტალისტი, პოხუისტი, ყველაფრის შემფურთხებელი, ანუ მისაბაძი ადამიანია. ხელოვანჩოებს ერთი ღამისთვის ევასებათ მისნაირი ტიპები. მასთან გატარებული ღამე მდიდარი მასალაა იგივე არტ კაფეში დაქალებთან საჭორაოდ.
ზურგით ვზივარ.
მე ვერ ვხედავ ძუძუებს
ჩემ ძმაკაცს თვალები უფართოვდება.
გოგო სულ უფროდაუფრო დაბლა ექაჩება ამოღებულ მაისურს.
სიგარეტი გათავდა. ჯიბეებს ვიჩხრიკავთ. ერთი გალუაზი მოგვივა. ძმაკაცი სიგარეტზე გადის, მე გოგოსკენ ვტრიალდები. შეიძლება მისვლა, გამოლაპარაკება. თავს ვერ ვწევ. თავში ცხოვრებასავით უაზრო მოგონებები მწკრივდებიან, რიგრიგობით მოდიან, მესალმებიან, ხელს მართმევენ.
ოფიციანტს ვანიშნებ, კიდევ ორი ყავა მეთქი.
ძმაკაცი არ ჩანს. ყავას ოხშივარი ასდის. მე და ორი კაცისთვის მოტანილი ყავა. როგორ გავს ეს ყველაფერი პატარა დემონს, რომელიც წვიმიან ამინდებში მახსენებს თავს. ერტდაეერთი ტბილი მოგონება. მინდა ეს მოგონება თბილისშიც ვიპოვნო.
ჯიბეში კიდევ ერთ აბს ვეძებ. დალევ, დაიკარგები. ისედაც დაკარგული ვარ
აკვიატებული სახეები
აკვიატებული ფრაზები
აკვიატებული ლექსი
ვერ დდავწერე ლონდონზე, ვერ დავწერე ჩემ დაზე, ვერ დავწერე ვერც ერთ ადამიანზე, რომელიც ყოვეთვის ორ ლუდს უკვეთავდა, ფარფლების ქავერებს უსმენდა და ჩრდილეოთ ლონდონის ბინძურ ქუჩებში არეული ნაბიჯით დადიოდა.
ვერ დავწერე ვერა!!
რაღაც, ან ვიღაც მჭირდება, მაგრამ მე მხოლოდ დაკარგული ვარ…..დაკარგული ადამიანები ტრიგანის ჩრდილებში იძიებიან, ძმაკაცის მოტანილ გალუაზს ვეწევი
– უნდა დავწერო
– უნდა დაწერო – მეუბნება ძმაკაცი
– უნდა დაწერო – იმეორებენ ჩრდილები
– დავწერ
დაწერ. აუცილებლად დაწერ, მაგრამ მანამდე ჯერ ვინმემ უნდა მოგწეროს. მაშინდელივით, როცა მოგწერეს და გითხრეს რომ…… რა მითხრეს მნიშვნელობა არა აქვს. ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
– წავიდეთ რა
– ვიყოთ ცოტა ხანს
– წავიდეთ
– წავიდეთ
ქალაქში წვიმს. ლამპიონები სიმყუდროვეს მატებენ სველ მოსასხამში გახვეულ ქუჩებბს.
უიმედოდ ამოწმებ ფოსტას, ყველა ყუთს, ყველა საქარალდეს. გინდა ვიღაც იპოვნო, ვიღაცის სახელის დანახვამ სული გაგითბოს….. მერე გახსენდება, რომ შენ დაკარგული ხარ….
“უნდა დაწერო”
“დავწერ”
“დაწერ მანამდე კი უნდა იპოვნო, ან გიპოვნონ”
მონიტორი უიმედოდ ციმციმებს.
ხვალ ახალი დღე გათენდება.
ვიპოვნი?
მიპოვნიან?
იმედები და მოლოდინი ერთმანეთს ეხლართება.
მაგრამ არავინც იცის რისი იმედი მაქვს, ან რას ველი
მაინც ველი

წაგვექცა პადიეზდი – ელცინი კაპუტ

აპრილი 24, 2007, 3:56 AM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

ბორია ბორკა ელცინი23 აპრილს, გულის მეხუთე და უკანასკნელი შეტევის ნიადაგზე გარდაიცვალა ბორის –  ბორია – ბორკა ელცინი. რუსეთის პრეზიდენტი 1991-99 წლებში დამსახურებული ლოთი და მასხარა, ადამიანი რომელმაც საბჭოთა კავშირის მომპალ საძირკველში ერთერთმა პირველმა მიაშარდა და რომელმაც აფხაზეთი თვალსა და ხელს შუა აგვაწაპნა….

რას ვიზამთ…
ვიცი, საქართველოში ეს ამბავი ჰა ჰა 10 კაცს ეწყინოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი, ესე იგი ჩემი მსგავსი არსება იყო, მაინც შემეცოდა.
ერთი სიტყვით, მშვიდობით ბორკა, მალე მოგწეოდნენ ზოგზოგიერთები 😀

« წინა გვერდიშემდეგი გვერდი »

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries და კომენტარები feeds.