მიმდინარე ამბები

ივნისი 15, 2007, 9:24 PM | Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

არ მკითხო სად ხარ დაკჯარგული, რატომ დამივიწყე და ასეთები. კომპის დედა პლატა იყო დამწვარი, ხოდა სამი კვირა მომავლის ტექნოლოგიებში ეგდო რომ გამოეცვალათ. გაოცვლითმა ოპერაციებმა წარმატრებით ჩაიარა, გაურკვეველი წარმოშობის გიგაბაიტის დედაპლატა ასუსის დედაპლატით შემიცვალეს, ნუ შეიძლება ისევ გიგაბაიტი სჯობდა, მაგრამ მე ასუსი მესიმპატიურება, უფრო ვიდზეა და ლამაზი სათამაშოები მოყვა 😀 მოკლედ რა…..

სხვა მხრივ რისი გახსენება შეიძლება. გუშინწინ მე და ყვავამ მორიგი გალეშვა ივენთი მოვაწყეთ. პინგვინებში დავიწყეთ და ჩემთან, სახლში, ჭაჭით გავაგრძელეთ, თან მოდილიანს ვუყურებდით, როგორც მახსოვს ყვავას გული აუჩუყდა და ცრემლები წამოყარა, მაგრამ ამაზე თავს ვერ დავდებ, კატასტროფულად ვიყავი გალეშილი, აი ისეთი გალეშილი რომ ჩემ მორყეულ სკამზე შემდგარი მთელი ხმით ვადღეგრძელებდი დრუიდებს. ოღონდ არ მკითხო დრუიდები ვინ არიანო….ან მკითე, მაინც ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ არ ვიცი 😀 იმ დღეს კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა – რწყევის პირადი რეკორდი მოვხსენი. 45 წუთი იმენა არ გავჩერებულვარ რა 😀

ტაკ..ვაგრძელებთ.

ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – დროებითი გატაცება მაქვს 15 წლის უმანკო გოგონათი :)))) პირნციპში, ამ თემაზე წერა ალბათ არც ღირს. არ ღირს იმდენად რომ ყველაფერი დასაწყისშივე დამთავრებულია. თქვენი მონა-მორჩილი ლევან მროველი ვერ შეძლებს ხსენებული გოგოს გული მოიტაცოს გარკვეული ხნით. მიზეზები ჩვეულებრივ ტრივიალურია – ღიპი, მოშვებული წვერი, გაბურძგვნილი თმა და 3-4 სანტიმეტრის ნაკლებობა ოდნავ მაღალი მაინც რომ გამოვჩნდე…ნუ იტყვით, დედა ეს რა კომპლექსიანიაო, ღიპი, თმა, წვერი, რომ მაკომპლექსებდეს, ვიზრუნებდი რომ არც ერთი მქონდეს არც მეორე და არც მესამე…..უბრალოდ, ამ ყველაფრის გათვალისწინებას და არ შემდგარი ურთიერთობის მიზეზად მოყვანას მწარე რეალობა მაიძულებს, უფრო ზუსტად მწარე გამოცდილება. ერთი სიტყვით, არ ღირს რა ამ თემაზე საუბარი, ასაფრენი ბილიკები უკვე გადაულახავი შლაგბაუმით არის ჩაკეტილი…

რაც შეეხება შემოქმედებას. ამ დროში ერთი ნორმალური ვეში გავაკეთე და სამ ვეშზე ერთდროულად ვმუშაობ. იმედია ერთს მაინც მივიყვან ბოლომდე 🙂

მოკლედ, დროებით 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: