anime.ge ანიმეს მოყვარულთათვის

ივლისი 11, 2007, 6:23 AM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

anime.ge 

animege.gifანიმეს მოყვარულთათვის ერთმა კარგმა ადამიანმა თბილისის ფორუმიდან ICE QUEEN ძმასთან ერთად გააკეთა პირველი ქართული ანიმე პორტალი. პორტალი ახალი გახსნილია, მაგრამ უკვე საკმაო რაოდენობის მასალაა დადებული, ასე რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ, გადმოწეროთ, ისიამოვნოთ.

P.S. თბილისის ფორუმზე www-ს ქვეგანყოფილებაში ”პოლიგონი” ამ საიტის შეფასებების კითხვისას მეტირა თუ მეცინა აღარ ვიცოდი. გასაგებია, რომ წითელ ფონზე ლურჯად ნაწერი კონტაქტი თვალებთან ანალურ სქესობრივ აქტს ატარებს, მაგრამ ამდენი ბოღმის ნთხევაც არ შეიძლება ჩემი აზრით

anime.ge 

ახალი თავის ფოტო დოკუმენტი

ივლისი 11, 2007, 5:50 AM | Posted in უკატეგორიო | 2 Comments

ახალი თავიქვემოთ ვწერდი, ახალი თავი მაქვს მეთქი და ხომ უნდა ამას ფოტო დადასტურება? უნდა, ხოდა აგერ ფოტო, ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ წავა  რა ისტორიისთვის 😀

პატარა ვეში

ივლისი 11, 2007, 5:43 AM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

მოკლედ, მორიგი, სპონტანურად გაკეთბული ვეში. სამომავლოდ რომ ჩავუჯდე ალბათ კარგ რაღაცას გამოვადნობ

შორს….
შავი ღრუბლებით დაფარულ გორაკზე….
ქოხი…..
ნაცრისფერი ბალახი…..
სიგარეტის ნამწვავები…
ჰაერი…
ღმერთი…
დემონები….
ფიქრი….
მზერა ქალაქისკენ….
სიმარტოვის შეგრძნება…სასიამოვნოა,როცა გორაკზე ქოხში, ეწევი და ფიქრობ ქალაქზე….
მე…
მარტო…
შენ..
არა..
მარტო ვარ, შენ არ არსებობ….
შემოქმედება…
ვიღაცის…
რაღაცის…
გაურკვევლობა…
გქმნი ვიღაცას თუ რაღაცას. დაბნეული ვასრისავ სიგარეტს საფერფლეს.
ვერ შეგეხები, არ არსებობ, მაგრამ მხოლოდ შენი არსებობა მაიძულებს მივატოვო ქოხი, გეძებო კიმერიელთა ქალაქის ნისლიან ქუჩებში.
ქოხი დაინგრევა
ბალახი გახმება
სიგარეტის ფერფლს ქარი გაფანტავს
ხელნაწერებს ბრბო გადაუვლის
”შენ” მარად იარსებებ ჩემში
მე შენს განსხეულებას დაველოდები

ახალი თავი

ივლისი 11, 2007, 5:36 AM | Posted in უკატეგორიო | დატოვე კომენტარი

არ ვიცი როგორ დამავიწყდა ამის აღნიშვნა 😦 მოკლედ, ახალი თავი მაქვს, ანუ პირველად წელიწადნახევრის მანძილზე თმა მოკლედ შევიჭერი. უნდა ითვას რომ ზაფხულის სიცხეში ასეთი ვარცხნილობა ფრიად მოსახერხებელია, თან რა დასამალია და არც ვარცხნა გადავარცხნა ჟელეს თითხვნა უნდა 😀

კიდევ ერთი ამბავი, ჩვენი ძმა ყვავა რეზერვში წავიდა. გუშინწინ გავაცილე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან, თან გავატანე ჩესტერფილდის თითქმის სავსე კოლოფი და ერთი შუაზე გადატეხილი ღერი, რომ ჩამოვა და პინგვინებში ჩავსხდებით, მაშინ გავაბოლებთ იმ ნახევარ ნახევარს 🙂 იმ დღესვე და იმავე სიტუაში, რეზერვისტთა შორის, წავაწყდი ძველ გუნდელს ნიკა ქართველიშვილს (პატარა კაცი) გული გამითბა რა რომ მიცნო, ვახსოვარ ხალხს, მაშინ როცა მე აზრზე ვერ მოვდივარ ხოლმე ვინ არიან 🙂 გავიხსენეთსავით ძველი დრო, აქეთური იქეთური, უკვე ავტობუსებში რომ სხდებოდნენ, ვიღაცამ გადამკოცნა, საერთოდ ვერ ვიცანი, მეთქი უეჭველი ვეშლები, მაგრამ არა, ასევე ძველი გუნდელი ლუკა კილასონია აღმოჩნდა, მისი ნახვაც გამიხარდა, მითუმეტეს რომ განსხვავებით ნიკასგან, ლადოსთან ახლოს არ ვყოფილვარ, ორი სამი წუთი წავისაუბრეთ, მერე ლადო გამოცდებზე გაიქცა, მე სახლში წამოვყიალდი.

ასეა რა, გზები იკვეთება, ბავშვობისდროინდელი ნაცნობები მოულოდნელად ვეჯახებით ერთმანეთს, გადავკოცნით, აღმოვაჩენთ რომ თურმე ძალიან მოგვნატრებია ერთმანეთი. ის რომ ახლოს არასადროს ვყოფილვართ სხვა მსგავს ფაქტორებთან ერთდ მნიშვნელობას კარგავს, მთავარია, რომ ერთმანეთის ყურება ბავშვობას გვახსენებს, მე კი ბავშვობაზე ფიქრისას ყოველთვის გალაკტიონის ერთი ლექსი მახსენდება ხოლმე:
გამახსენდება ბავშვობა
და გულზე ცეცხლი მედება
არც მამა არის ცოცხალი
არც დედა მეიმედება

კაე დღე იყო…

ივლისი 7, 2007, 10:48 PM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

როგორ ხარ ვეჟო? კაი დღე იყო არა? განსხვავებით სხვა დღეებისგან მართლა კარგი დღე იყო. დილით ზომბისთან წავედი შუშაბანდის გადასაყენებლად, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვერ გადავაყენებედით, შუშაბანდს ჰქონდა დანძრეული, რას ვიზავდით გარდა იმისა რომ გვეთქვა ტეხავსო და აბზისუბნის მოწყენილი ლაბირინთიდან სოფლისკენ, ესე იგი თბილისის ცენტრისკენ აგვეღო გეზი. ელბაქიძეზე ვაპირებდით ასვლას, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყვედობაში მარშუტკამ ძალიან წინ წაგვიყვანა და იძულებულები გავხდით გმირთა მოედნიდან ფეხით გავსულიყავით სარეპეტიციოში. გზად, სადღაც პლეხანოვის შუაწელში, ბალტიკები ვიყიდეთ, ერთი ჩიპსი და ობიექტური კრიტიკის აუცილებლობაზე საუბარ-საუბრით ავუყევით რომელიღაც ვიწრო ქუჩას.

გიორგი სახლში არ დაგვხვდა, შესაბამისად ვერც სარეპეტიციოდ წოდებულ სარდაფში შევიდოდით გასაღების უქონლობის გამო. იქვე, კიბეებზე ჩამოვსხედით გრილად , ბოთლები უფრო მონდომებით ჩავიპირქვავეთ და ჩიპსები ჩავაყოლეთ. უკვე ამობოყინების სტადიაზე ზომბს სიგარეტი გაახსენდა. არა რა, სიგარეტი რომ დალეულზე და გამაძღარზე იწევა, არ არსებობს რა :ხელების გასავსავების სმაილი: სამი ოთხი ნაფაზის შემდეგ ჩემზე ბედნიერი კაციშვილი არ იყო, იგივე შეიძლება ითქვას ზომბზეც. საუბარსაც დაეტყო საერთო ბედნიერება, პოლიტიკოსთა დედის ორგანოების ტრიალიდან და პლანის ლეგალიზაციაზე ოცნებიდან გიტარაზე გადავედით. დიდი გიტარისტები დღეში რვა საათს მეცადინეობენო, თქვა ზომბიმ. ვერ ვიტან რა გრაფომანებს და ფანატიკოსებს. სულ რომ გიტარაზე მიდგებოდეს, დღეში რომ რვა საათი ხელში მეჭიროს, ერთხელაც ისე გამაფსიხებს გარეთ გავვარდები და პირველივე გამვლელს ტრაკში შევთხრი. იგივე შეიძლება ითქვას მწერლობაზეც, ბევრჯერ ყოფილა მთელი მიწერია, უფრო ზუსტად რომ ვთქვა მთელი ღამე მიმუშავია სიუჟეტზე, მაგრამ ამას სისტემატურ ხასიათს შეგნებულად არ ვაძლევ, საბურთალოზე ახალი გიჟი რომ არ გაჩნდეს 😀

ლუდის ჩაცლას ცოტაღა რომ აკლდა გიორგიც მოვიდა. მის ოთახში გადავინაცვლეთ, ძალიან მაგარი ოთახი აქვს, აი ძალიან მაგარი რა, ისე არ მოვკვდები ოთახის ფოტო აქ არ დავდო. ხო, გიორგი მოვიდა, მასთან გადავინაცვლეთ, მოვწიეთ, ფილმზე ვისაუბრეთ, ფილმი 5-10 წუთიანია და ”ნინოს ახალი მეგობრები ქვია” , მთელი მუღამი ის არის რომარანაირი ნინო არ არსებობს…მოკლედ დაწვრილებით პრემიერაზე 😀

ცოტა ხნის შემდეგ სარეპეტიციოში ჩავინაცვლეთ, სანამ სარეპეტიციოს ნესტიან  ჰაერს ხეირიანად ჩავისუნთქვადი, მთელი ბანდა დაეცა სარეპეტიციოს, ავანგარდში მიშა (არყის ბიჭი) კოტე, კოშკა და გრინვუდი, არიერგადში ნატუკა (ევას ბასისტი) და ჩემთვის უცნობი,  საკმაოდ ლამაზი გოგო. სანამ ზომბი გიტარას, ნატუკა ბასს, მე დრამს ვაწვალებდი, მიშამ და გრინვუდამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს, ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინეს, ჩემი ლარიანი შეიწირეს და გრინვუდი სპეც დავალებით წავიდა არყისა და რამე დასაყოლებლის მოსაპოვებლად. მან მისია წარმატებით შეასრულა, მოიტანა რა არაყი და ორ ლიტრიანი ყაზბეგი. რახან მეჩქარებოდა, ჩემ წილ სითხეს ოპერატიულად გამოვუყვანე წირვა, შედეგად ეგრევე დავთვერი, ძლივს შევფოფხდი მარშუტკაში, თავი ზომბისგან ნათხოვარ ”სოციოლოგიაში” ჩავრგე და…. დანარჩენი საინტერესიო არ არის, წიპა იგივე ქმედებებია რაც მილიიონჯერ მიქნია, ასე რომ პოხუი

DSL ვსტუდიუ

ივნისი 30, 2007, 2:18 AM | Posted in უკატეგორიო | 2 Comments

ჩავრთე

ჩავრთეეე…

სახლში კვლავ დსლ მაქვს. ფუ ფუ თვალი არ ეცეს და რაღაც ასწრაფებული მეჩვენება, ყოველშემთხვევაში წორდპრესი წამებში გამიხსნა, სხვა დროს კი 3-4 წუთი სჭირდებოდა. მოკლედ კაია რა. კიდევ რა არის კარგი. სამუდამოდ აზრზე მოვიყვანე ჩემი ვიდეო კამერა და მუშაობს 100%-იანი დატვირთვით, ესე იგი უახლოეს მომავალში ბლოგი კაი რაღცეებით გამდიდრდება 😉

მოკლედ, წავედი მე ეხლა, ის ვქენი რა 😀

დღე…

ივნისი 24, 2007, 5:38 AM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

არანაირი ნაცრისფერი და რამე, იმენა დღე იყო, ისეთი როგორიც წესით ყოველი დღე უნდა იყოს. ესე იგი რა როგორ….გუშინ მთელი ღამე არ მიძინია, ორ საათზე ავედღლიზე კომპს, გავიპარსე, ადამიანს დავემსგავსე და წავედი კრიშაზე დიდი ხნის წინ მივიწყებული ავანტურული თამაშების გასაგრძელებლად, უფრო კონკრეტულად, 4 საათის მანძილზე იმ საქმეს ვაკეთებდი რაც არასდროს მიკეთებია – სცენარს ვაწერინებდი ერთ ადამიანს 😀 არა რა, ჩემი სახით სამშობლო დიდ მსახიობს თუ არა თაღლითს კარგავს…ცუდია ცუდი, საკუთრი თავი უნდა ვიპოვნო (კადრში ჩანს ჯოხს დაყრდნობილი მოხუცი, რომელსაც წლებმა ჩაუქროლეს (ეს ჩანაწერი გრძელდება, ოღონდ ჩემს წარმოდგენებში, უბრალოდ წერა მეზარება)

მაშინ როცა თოქ-შოუებში

ივნისი 20, 2007, 2:59 PM | Posted in უკატეგორიო | 3 Comments

 ესე იგი, მორიგი ვეში. ამ ვეშმა უკვე მოასწრო ბევრის გაღიზიანება 😀

მოწყენილი სახეები, დაძაბული ნერვები და ყოვლის მომცველი ბოღმა. ვჩერდები, თქვენგან წამოსულ ფურთხს ვიწმინდავ და ვკითხულობ – რამ შეგშალათ? მესმის რომ სექსი გაკლიათ, ფული გაკლიათ, სითბო გაკლიათ. იისფერი სისხლი ამაოდ აწყდება ყინულის ლოდად ქცეულ გულს, გზას რომ ვერ პოულობს უკან ამოდის და თვალებს გვისისხლიანებს…ჰეი შენ, შეინახე დანა, ან მოდი, დამარტყი…მოვრწყოთ ერთ დროს მზიური თბილისის ქუჩა სისხლით….მაგრამ ამით რა…შენ მოკლავ, მე მოვკლავ, მერე ჩვენ მოგვკლავენ, ნაბოზვარი პოლიტიკოსები ჩვენი სისხლით ივაჭრებენ პირდაპირ ეთერში..ჩვენ კი ზუსტად ერთნაირად დაგვხრავენ მატლები…და ჩვენ აღარასდროდ დაგვესიზმრებიან დაუკმაყოფილებელი მუ&ლები, ვეღარასდროს მოვწევთ რომ ჩავეხუტოთ ბუდას და მე დამენანება ზურგჩანთის წინა ჯიბეში ჩარჩენილი ნახევრად მოწეული ღერი. მოკლედ შეინახე დანა,  აქვე სარდაფში ჩავიდეთ და გემოზე გავხერხოთ, მერე თითოსაც გავაბოლებთ და თბილისის სევდიანი ქუჩები აღარ დაისვრება სისხლით, რაც ძალიან გაუტყდებათ პოლიტიკოსებს, მოუწევთ საღამოს ეთერისთვის ნაკლებ მძაფრი თემა შეარჩიონ, მაგალითად პინგვინების მორალური დეგრადაცია თბილისის ზოოპარკში……
ღმერთმა დალოცოს თბილისის კაფეები, გუშინ აღმოვაჩინე, მონატრების უნარი კიდევ შემრჩენია, ერთი ლამაზი ოფიციანტი ვერ დავინახე და გული მეტკინა, ხოლო სანამ ყავის ჭიქა გავანახევრე, მივხვდი თურმე მისი ნახვა მომნატრებია. შარვლის ჯიბეში სიგარეტს დავუწყე ძებნა, არ აღმომაჩნდა, მხოლოდ ზურგჩანთაში ვიპოვნე ნახევრად მოწეული ღერი, ხოდა გადავწყვიტე ამ ღერს მაშინ მოვწევდი, როცა ოფიციანტს ვნახავდი. დღეს კი მოკვლას მიპირებენ. ჩემსკენ მოშვერილი იარაღის ლულა იაზვა გოგოშკასავით მიბრიალებს თვალებს, იმ გოგოშკასავით, რომელიც დროულად დაიკიდე ფეხზე, რომელმაც ვერ მოითმინდა შენს კედიან ფეხზე პორწიალი და მარტივი ინტრიგით სადაცაა ჰადესის მინდვრებზე გაგიშვებს საბალახოდ.
სიცხისგან დამძიმებულ ჰაერს იისფერ სისხლიანი ლაწირაკის სუნთქვა არღვევს. საოცარ სილაღეს ვგრძნობ, დილანდელმა მონატრებამ  ჩემი სისხლი გაათბო, თვალები დამისუფთავდა, სისხლი მშვიდად ამუშავებს გულის სარქველებს
– ჰა ბიჭო, შენ აწყენინე?
ნიკაპს ვიფხან, კისერს ზანტად ვატკაცუნებ. არა, მართლა უშველებელი ჩოილარი ყოფილა. მგონი არ ღირს ნახევრად მოწეულ ღერზე საუბარი, ვერც ნესტიან სარეპეტიციოში დაკრული 32-იანების გემოს გაიგებს ეს მძრეველა ბიჭუნა. მოკლე ნაბიჯვს ვდგავ, მარცხენა ხელით ცრუ მოძრაობას ვაკეთებ და მარჯვენათი აბერკოტს ვარტყავ.  ჩამსხვრეული კბილები, უმისამართოდ გასვრილი ტყვია. ერთი არ ეყოფა, მეორეს უფრო ძლიერად ვურტყავ, ..”რა ვქნა მეგობარო, შენ თუ ნახევრად გათიშული ასფალტზე გდიხარ  ჩემი ბრალი არ არის…”  პროფილაქტიკის მიზნით მის სხეულზე ნაფეხურსაც ვტოვებ  და მოვდივარ . ადრე თუ გვიან პატრული იპოვნის, კისერში ცხვირსახოც ჩაფენილი პოლიციელი კამერის წინ  იტყვის რომ აწარმოებდა პატრულირებას და გზის პირას იპოვნდა საზარლად ნაცემი პატარა ბიჭუნა, შემდეგ მსხვილი კადრით გამოჩნდება ბიჭუნას ანგელოზისებური სახე და წაბლისფერი დალალები…ამის დანახვა ყველა გულს მოუკლავს, ღია, დახურული თუ ნახევრად დახურული ეთერები კიდევ ერთხელ მიეძღვნება ქალაქში გაზრდილ აგრესიას, კიდევ ერთელ შეიკრიბებიან ხელოვანები, რომლებსაც ღია ეთერებში სიარულის გარდა პრინციპში სხვა დანიშნულება აღარ გააჩნიათ, ჩაახველებენ, ხმას დაისუფთვებენ და ძველ დროს გაიხსენებენ, მაშინ როცა…..მაშინ როცა…მაშინ როცა მათ ნოსტალსგიისგან თვალები აუწყლიანდებათ, ქალაქში კიდევ ერთხელ გავარდება ტყვია, კიდევ ერთი ინტრიგა დაიხლართება მხოლოდ იმიტომ  რომ 16-17 წლის გოგჩოს ყლე მოსწყურებია, ვერ უპოვნია და სურვილისგან შეშლილს სხვა გასართობი ვერ უნახავს. ასფლატზე გაშოტილ უდანაშაულო თუ დამნაშავე სხეულები…..ტყვიით წერტილ დასმული ოცნებები….მიდიხარ და გიკვირს, სად არის ღმერთი, როდემდე უნდა ვემონოთ ცრუ მორალს, ოდესმე ვაღიარებთ რომ მენტალური ანანიზმისგან დაღლილი არარაობანი ვართ? ნუთუ ვერასდროს შევძლებთ მივაფურთხოთ ყველაფერს და მშვიდობის დროშის  ქვეშ დავდგეთ? მაგრამ არა, აბა სასწრაფოდ საგრიმიროებისკენ, რამდენიმე წუთში თოქ შოუ იწყება, თემა – აგრესია მოზარდებში. ”თქვენ რას იტყვით ბატონო გურამ, როგორ იყო თქვენს ახალგაზრდობაში?” ”უხმ…უხმ…იცით ჩემს ახალგაზრდობაში….”

კბილის ჩიჩქვნა ენით

ივნისი 17, 2007, 11:07 PM | Posted in უკატეგორიო | 2 Comments

სათაურს ძალიან ნუ ჩაუღრმავდებით, უბრალოდ სანამ წერას დავიწყებდი მარჯვენა ზედა ყბას ენის წვერით ვისუფთავებდი. დროზე გათენდეს რა ორშაბათი გავეტიო სახლიდან, ვნახო ქალაქი, ქალაქი რა ეგეც ორ დღეში გადასახვაფერებული არ დამხვდეს, მაგრამ მაინც რა..გავალ და გავივლი, მოვიწამლავ ფილტვებს და ხასიათს, ძალიან რომ დამცხება იქნებ ერთი ბაკალი ლუდიც ჩავკლა და თირკმელები ჩავიწმინდო:)) ხოლო სანამ გათენებულა, წინ ბევრი საათია, რომელსაც პრინციპულად არ გავატარებ უჟმურად:) წავედი ეხლა…გაგრძელება მერე :))

ხოდა, აგერ გავაგრძელებ მეთქი და ვაგრძელებ. როგორც ვთქვი, თავს შეგნებულად არ ვიწამლავ მძიმე ფიქრებით. აი ამ წუთებში სულ ყლეზე მკიდია, ის ფაქტი, რომ:

  • საქართველოში 70% ფრიგიდულია
  • დარჩენილი 30% არაფრიგიდულებისა ან პარალელური საქართველოს მინდვრებზე ბალახობენ, ან მე ვარ ბოლომდე ბრმა
  • მხოლოდ ერთი ღერი მაქვს დარჩენილი
  • რომ არ მაძლევენ
  • ვინც მაძლევს სჯობს სულ ამოკერილი ჰქონდეს
  • ლოთი ვარ (პრინციპში ეს მეამაყება :D)

მოკლედ, რა…

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა, დღეს მრავალთვიანი დაუღალავი კვლევის შემდეგ მეცნიერ მუშაკთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე რომ აზაბოჩენი  ვარ, თან ლოთი აზაბოჩენი. ლოთობა ხო კაი, მაგრამ მე თუ აზაბოჩენი ვარ, ნამდვილი აზაბოჩენები რაღა არიან? არადა მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ სითბოს სიყვარული, მოფერება, ჩახუტება, სირცხვილი არ არის, პირიქით, ცხოვრებაში აუცილებელი ვეშებია და  ვინც ამეებისგან თავს იკავებს ის არის…არც კი ვიცი რა, ალბათ ყველაზე დიდი ყლე ამ ცხოვრებაში

მადლობთ რომ არსებობთ

პრეტენზიებისთვის გამოიყეეთ კომენტების ველი 😀

ძილის წინ…უბრალოდ

ივნისი 17, 2007, 4:15 AM | Posted in უკატეგორიო | დატოვე კომენტარი

მოკლედ, ეხლა დილის ექვსის თხუთმეტი წუთია, დაწოლას ვაპირებ და სანამ დავწოლილვარ, უბრალოდ ვიტყვი: მძღნერში ვართ, არანაირი სურვილი არ გვაქვს ამ მძღრენიდან ამოსვლის და ამიტომ, კაი ხანს კიდევ ასეთი შეზღუდულები დავრჩებით. ბლინ არ ამშალეს ნერვებზე 😦

« წინა გვერდიშემდეგი გვერდი »

Blog at WordPress.com.
Entries და კომენტარები feeds.