გადახაზული მისამართები

თებერვალი 26, 2008, 12:54 AM | Posted in ლიტერატურა, My Stuff | 3 Comments

ყველას გექნებათ წაკითხული მარკესის მოთხრობა ”პოლკოვნიკს არავინ სწერს”. ამბავი პოლკოვნიკზე, რომელიც ყოველ კვირა დღეს გადიოდა პორტში საფოსტო გემის დასახვედრად, რა არის, იქნებ დედაქალაქიდან პენსიის დანიშვნის ცნობა ჩამოვლოდა.
მოთხრობა რომ წავიკითხე პატარა ვიყავი, ასე 13-15 წლის. პირველი გავიფიქრე, კარგი სამსახური უნდა ვიშოვნო მეთქი, მერე ცოლის მოყვანის აუცილებლობას მივხვდი, ბოლოს ბებია-ბაბუებზე დავფიქრდი და გული ცოტა არ იყოს სიამაყით ამევსო, არც დედის მხარეს, არც მამის მხარეს, ბებია-ბაბუას დაგვიანებულ პენსიაზე დარდი არ აწუხებდათ, ის სიხარული, რასაც მარკესის პოლკოვნიკი პენსის დანიშვნით განიცდიდა, მათთან ჩემი მისვლა იყო.
შემდეგ გავიზარდესავით. წერილის მოლოდინით გაბეზრებულსბევრჯერ მომიწია მისტიურ პორტში დგომა. წერილი არ ჩანდა.
როცა ლოდინით დავიღლებოდი, მე თვითონ ვგზავნიდი წერილებს მივიწყებულ მისამართებზე. დროდადრო სტანდარტული პასუხი მოდიოდა – ადრესატი გაემგზავრა მისამართის დატოვების გარეშე. მეც რიგრიგობით ვხაზავდი ბლოკნოტში ჩაწერილ მისამართებს.
დღესდღეობით ორი-სამი მისამართიღაა შემორჩენილი. ვერაფრით გადამიწყვეტია ამ მისამართებზე წერილების გაგზავნა. იქიდანაც იგივე პასუხი რომ მომივიდეს, ცუდი იქნება, ძალიან ცუდი. მერე ვინღა გავიხსენო უგონოდ მთვრალმა? ვისი ხათრით დავიწყო რამდენიმე კვირიანი ”ანტი ალკოჰოლიური აქციები”?!. იმ მისამართებზე მაგარი ახატიათ, მე ჯანმრთელი მოვკვდები, თუ ცეროზი გამომიწერს საგზურს ჰადესის მინდვრებისკენ, მაგრამ ნასვამზე ან დაბოლილზე ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარი იმედებია.
რამდენიმე დღის ერთერთი უკანასკნელი მისამართი ამოვშალე ბლოკნოტიდან, სადაც ნამდვილად არ ეკდიათ, მე როგორ მოვკვდებოდი – ბაბუას მერე ბებიაჩემი მივაბარე მიწას. საფლავთან ვიდექი, ვეწეოდი, მესაფლავეები საქმიანი ზუზუნით ამუშავებდნენ ნიჩბებს. მე თითქოს მიხაროდა რომ ყოველი მეორე ჭიქის მერე აღარ შემაწუხებდა სინდისის ქეჯნა, მაგრამ მერე, ქელეხზე, ჭიქას ჭიქაზე რომ ვისხავდი, მივხვდი გულს როგორ აკლდა ბებიაჩემის მაყვედებელი თვალები. ხასიათ მოშხამულმა ამოვიღე ბლოკნოტი და ასე ძვირფასი მისამართი ზიგზაგისებრი ხაზებით გადავშალე.

Advertisements

3 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. ეჰ…
    :უსერ:

  2. ai zustad amitom miyvarxar mrovelsheg :love: :2kiss:

  3. ლოლ

    წელიწადში რადენჯერმე მაწუხებს იდეა, ჩემს რამდენიმე ნაცნობს წერილი მივწერო, იმენნა წერილი, კონვერტით და რამე

    მერე ვფიქრობ, რომ დაიკარგება, მერე ვფიქრობ, რომ დამცინებენ, მერე მეზარება, მერე მავიწყდება

    არადა სულ მინდოდა, რომ წერილები მომსვლოდა ფოსტით
    მარა ხუი ვამ – რა მოგივა, რასაც არ გზავნი ? : დ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: