უკანასკნელი პორსტვა ტრუსების ამარა (?)

სექტემბერი 30, 2007, 5:18 AM | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 5 Comments

შეიძლება თამამად ითქვას რომ დღეს ერთერთი უკანასკნელი ღამეა, როცა ტრუსების ამარა დაპოსტვა კანკალის გარეშე შეიძლება.

ვზივარ, არ ვეწევი, სამაგიეროდ ვფიქრობ ზაფხულზე, რომელიც რა თქმა უნდა თვალსა და ხელს შუა გაფრინდა, რომელსაც ვერ ველევი, მაგრამ მალე იძულებული ვიქნები გავაცილო….ხოლო სანამ ზაფხულის მატარებელი პერონთან ქშინავს და მგზავრები მემანქანეს საუბრით იყოლიებენ, როგორმე რომ გამგზავრება გადაადებინონ, გადავავლოთ თვალი ზაფხულს პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე.

პირველ რიგში დავიწყე, შუამდე მივედი და აღარ გამიგრძელებელია, დიდი ხნის ნაფიქრი ”სატანის მახვილი” . პირველი ორი თუ სამი თავი თბილისის ფორუმზე გამოვჭიმე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ზოგს მოეწონა, ზოგმაც დასაბუთებულად გამაკრიტიკა, (გულწრფელი მადლობა მათ). რომ გამიკვირდა, ჩვენი ყვერება ინტელექტუალები სად არიან მეთქი, ისინიც გამოჩნდნენ, შესაბამისად ნაწარმოების ცალკე თემად არსებობამ აზრი დაკარგა და საკუთარი ხელით მივხურე. ჯანსაღ, საქმიან კრიტიკას მუდამ მივესალმები, მაგრამ როცა კრიტიკა სნობიზმში და ინტელექტის დემონსტრირებაში გადადის, უკვე გულის ამრევი ხდება. თუ კაცს ნერვები გყოფნის, ყვერება ინტელექტუალების ”დაღლილ პოსტებზე” პირდაპირ იკაიფებ, მაგრამ თუ ნერვები არ გყოფნის, შეიძლება უფროსი ხალხი მწარედ შემოგელანძღოს და მათი, ამდენი კითხვისგან გაქონილი გულები, მწარედ ააწრიპინო.

დალშე…..

რავი, ვერ ვიხსენებ ვერაფერს. თუ რამე გრანდიოზული მოხდა, ამ ბლოგზევე ეწერება წინა პოსტებში, მაგრამ არა მგონია.

ხო,როგორც წესი დავიწყე რამდენიმე მოთხრობის წერა, რომლებიც ან google doc-ის საქაღალდეებში დაიკარგნენ, ან საწერი მაგიდის ზედა უჯრაში განისვენებენ. ადრე ვნერვიულობდი დამთავრებას რომ ვერ ვახერხებდი, მაგრამ ეხლა ძალიან მშვიდად ვარ, თითქმის მიხარია კიდეც. ეს დაუსრულებელი მოთხრობები გარდა გუგლას დოკუმენტებისა და თაბახის ფურცლებისა, მეხსიერებაშიც ილექება და ყოველი ახალი ვეშის დაწყებისას ხელთ მაქვს უამრავი პერსონაჟი, სცენა, სიტუაცია……ერთი სიტყვით საკუთარ ბანკს ვქმნი, რომელსაც მოგვიანებით ან ბავშვები დაწვავენ ჭიაკოკონობისას, ან მე დამეხმარება რომ სათქმელი ბოლომდე ვთქვა …მოკლედ, Х – Е – З.

რაც შეეხება სამეგობროს…..რამდენიმე პოსტით ქვემოთვ წერდი, გაბლატავდნენ მეთქი. ამ გაბლატავებამე რთი მართლა კარგი მეგობარი გადაიყოლა, თუმცა რას მივტირი, როგორც აღმოჩნდა, სულაც არ ყოფილა ის კაცი მეგობარი. კიდევ ერთი მეგობარი გაურკვეველ ვითარებაში გაურკვეველ ხალხს გადაეყარა, ”ძველებს” დროდადრო თუ შემოგვეხმიანება, მაგრამ მაინც კაცია, თუნდაც ჯერჯერობით 😀

მესამე მეგობარი მალე სახიფათო ზღვარზე გაივლის, ”ჯეობარში” შედის ჯიგარი და….

”ჯეობარზე” გამახსენდა, არის შანსი რომ მე ”დუბლიორში” ამოვყო თავი. საბუთები შეტანილი მაქვს, ეხლა ზარს ველოდები ”იმედიდან”.

ვაგრძელებ მეგობრების თემას.

სექტემბერში, ფორუმელების ექსკურსიაზე სპონტანურმა წაყიალებამ რამდენიმე ”კანფეტი” ნაცნობი შემძინა, ყველანაირად საყვარელი ხალხი. საერთოდ, როცა გარშემო ბევრი უცხოა, ან უიმედოდ ვმუნჯდები და ძილი მერევა, ან ენას ვეღარ ვაჩერებ. ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი მოხდა და სულ რამდენიმე სიტყვაში უფლისციხე საკუთარ მამულებად ვაქციე 😀

ლიტერატურაზე ვიყბედე…

მეგობრებზე ვიყბედე..

გეგმებიც ვახსენე…

მგონი ის დროა დავწვე დავიძინო 😀

Advertisements

5 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. მროველჩეგ მაგარი ადამიანი ხარ და მაგრად მიხარია რო გაგიცანი

  2. გაიხარე, მაგარი კაცი ხარ შენც 🙂

  3. არაფერი არ გამიკეთებია ამ ზაფხულს, გულაობის, ლოთობისა და ბეზძელნიკობის გარდა…

    ვეცადე ვითომ რაღაც დამეწერა….

    სულ 3 თვეში 2 მინიატურა და 1 საცოდავი მოთხრობა შევქმენი…

    არ მქონდა სამწერლობო განწყობა..

    მხოლოდ ვისვენებდი….

  4. ”””მესამე მეგობარი მალე სახიფათო ზღვარზე გაივლის, ”ჯეობარში” შედის ჯიგარი და….”””

    :-))) დანის პირზე სიარული ჩემი ჰობია, ხო იცი…

  5. კსტაწი, ტრუსიკით ვპოსტავ ახლა 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: