იმფორთხალი

სექტემბერი 16, 2007, 11:48 PM | Posted in ლიტერატურა, Music | 13 Comments

ეძღვნება ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უტყდებათ აღიარება რომ მეტალისტები არიან

99 წელი იყო რა, მშრალ ხიდზე ჯერ კიდევ არ იდგა მარინა.  ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან. რაღაც კასეტები ჩამოიტანა, მათ შორის ძაან უცნაურ ყრდიანი ალბომი,  მეთქი აბა ჩართე, ვნახოთ რა არის. ჯერ საკაიფო კლავიშების სოლოთი  დაიყო, მერე  დაიხრიალა და გიტარები აბღავლდნენ. სადღც ათი წუთი გაოგნებული ვუსმენდი ვუსმენდი Immortal-ის at the heart of winter. მაშინ კაკრას ესეთი მუსიკა გვჭირდებოდა . შუქს ჯერ კიდევ გრაფიკით გვაძლევდნენ, გაზი მარტო ცირკთან ჰქონდათ, ზამთარში მეზობლის თოთო ბავშვს  ფილტვების ანთება დაემართა და მოკვდა. ერთი სიტყვით, გარშემო ბევრი რაღაც   გვიწიწკნიდა ნერვს , გვიტყნავდა ტვინს , ზოგჯერ მზად ვიყავით უბრალო გამვლელი ჩლუნგი ხერხით დაგვეხერხა., რა არის, ყელში მობჯენილი აგრესიისგან რომ გავთავისუფლებულიყავით. ხოდა რომ არ გამოგვეჭრა, მივდიოდით და იმფორთხალს ვუსმენდით. როგორც ზამთრის გაყინულმა მიწამ ჩაიკრა 4 თვის ბავშვის სხეული, ისე გვიკრავდა ჩვენ იმორტალის მუსიკა.
……………….
………………..
ეხლა 2007 ხო?
შუქიც გვაქვს, გაზიც.  ბავშვებიც სულ უფრო იშვიათად იღუპებიან სიცივისგან. მეტალისტი ძმაკაცების უმეტესობა  უკვე ჯაზსს უსმენს, ან ქლაბერობს, ლაპარაკისას ვითომ სკრეჩავენ და რამე. მეტალისტობის დამბრალებლები ერთი ორი კაცი დავრჩით. ისევ ძველებურად გვისწორდება იმფორთხალი, ემპერორი, სატირიკონი და ვაბშე ძველი, სისხლიანი სკოლა.
გასწორებით, ალბათ დანარჩენებსაც უსწორდებათ, მაგრამ 2007-ში მეტალი უკვე მოდური აღარ არის. ტიპები ინტელექტუალობას აწვებიან და ინტელექტუალი მეტალისტი ჩარჩოებში ვერ ჯდება. უკეთესია სამხრეთ აფრიკელი , აპარტეიტის მსხვერპლი ტამტამისტის თაყვანისმცემლად ითვლებოდე, ვიდრე ვინმემ გაიგოს რომ ერთ დროს იმფორთხალზე გიქნევია თავი. ნუ მაქსიმუმ, მთვრალმა წამოაყრანტალო რომ ყველანი ცოდვილები ვართ და ბავშვობაში დიმუ ბორგირს უსმენდი, (დიმუ მაინც ”დონეა”) მაგრამ ამჟამად დიმუ ბორგირის პრიმიტიული მუსიკა თავს გატკიებს……..

13 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. მე მიტყდება ძმაო აღიარება…

  2. xoda gadadi alageze 😀

  3. გადასული ვარ…

  4. პ.ს. ისე კაი რამეა… ზაჩოტ.
    ეს შიგიძლია წინა კომენტს მიაბა :-)))

  5. მროველ, შენთვის მითქვამს, რომ მევასები? :)))

  6. ეხლა მითხარი რა პრობლემაა 😀

    ისა, მეც მევასები 😀

  7. აბა, გადავეწყვეთ ყველანი Modern Talking-ზე

    ან Depeche Mode-ზე…

    ისე, არასდროს მომისმენია ბლექი, ვერ დავამურამე, ვერც დიმუ, ვერც იმფორთხალი და ვერც ემპერორი..

    მანოვარს ვამუღამებ აქა-იქ და სულაც არ მიტყდება სადმე იმის ხმამაღლა დაძახება, რომ:

    They can’t stop us, let them try, for Heavy METAL WE WILL DIE!!!

    :უსერ:

    როლებში შევიჭერი..

  8. მროველ, მევასები, შეიძლება შეგეხო, სანამ რეზერვში წახვალ? :user:

  9. დაგაგვიანდა 😦
    ხვალ დილით 9 საათზე უკვე რეზერვისტი ვარ 😀

  10. რა ხარ? 🙂

  11. ყველია ეგა, ყველი :-)))
    ჩიტერი…

    ამოიღე მროველო ხმა და თქვი რომ ყველი ხარ და არ წასულხარ რეზერვში 😀

  12. ===ეძღვნება ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უტყდებათ აღიარება რომ მეტალისტები არიან===

    მეამაყება ამ წინადადების წაკითხვა.. :უსერ:

    რა მე მელოდრამებსაც ვუყურებ, მეტალსაც ვუსმენ და ფლეილისტში ქეთი მელუაც მყავს… მერე რა! ვა!

  13. მეტალიკოსობა არის პაზორი
    რეებს მეპლარიკები შენ..
    აი ვინც ქრისტიან ბლაცკს ან ნიუ ვეივ ოF ბულაჩაურიან გრაინდკოხრეს უსმენს,კიდევ ჰოო :mo:

    გაFუჭებულო მროველო,მომნატრდი თქო :user:


Leave a reply to deka136 კომენტარის გაუქმება

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries და კომენტარები feeds.