მორჩა რემონტი

სექტემბერი 15, 2007, 8:14 PM | Posted in ბლოგის ამბები | 2 Comments

23 აგვისტოს ერთი წელი გახდა რაც ბლოგი არ დამილაგებია. კუთხეებში ობობებმა დაიბუდეს, შპალერი გაყვითლდა, ჭერი ჩამოინგრა. მიხედვა უნდოდა. ერთი კვირის წინ დიზაინერები მოვიწვიე, ვისმეჯელეთ რომელი დიზაინი მოუხდებოდა ჩემს სახლს. ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ მიმდინარე დიზაინი გამოგვეყენებინა, როგორც ყველაზე დახვეწილი,პროფესიონალური , ზედმეტი ელემენტებისგან თავისუფალი. დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ლოგოც გამოიცვლება. (ამჟამინდელი ლოგო ძველ დიზაინზე იყო გათვლილი).
გარდა დიზაინისა განახლდა სამეზობლო სია. წაიშალნენ ძველი მეზობლები, რომლებმაც დატოვეს ბლოგები და უმისამართოდ გაუჩინარდნენ. ესენი არიან: ”ციყვინეს სიზმრები”, ”შპილერას საჩაიე”, ”უძოლოს მუსიკალური მისტერიები”. სამაგიეროდ სამეზობლოს შემოემატა რამდენიმე საინტერესო ბლოგი, მათ ჩამოთვლას გარკვეული მიზეზების გამო არ დავიწყებ, უბრალოდ გაიხედეთ მარჯვნივ და სათითაოდ ყველა მეზობელთან შეიარეთ, დროს ტყუილად ნაღდად არ დაკარგავთ 🙂
ესეც ასე, სულ ეს არის 🙂

მე და ჩემი ბლოგი კვლავ ვსუნთქავთ, წინ მივიწევთ ცხოვრებაში, ერთდ გვტკივა, ერთდ გვიხარია, როცა მე ვარ მთვრალი ის მიჭერს შუბლს, როცა ის არის მთვრალი მე ვუჭერ შუბლს, ზოგჯერ ერთად ვთვრებით და მეზობლების ბლოგები მიგვათრევენ სახლამდე 🙂

პატივისცემით:
მროველი
მროველის ბლოგი

P.S. ახალი ჰედერიც დავამატე 🙂

Advertisements

2 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. აბა მამი ჰედერი?

  2. ‘ნოვოსელიე’ არ იქნება? 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: