სულის შემძვრელი 7 Seconds

სექტემბერი 9, 2007, 2:46 AM | Posted in ვიდეო-ები | დატოვე კომენტარი

ვფიქრობ, ბევრს გექნებათ მოსმენილი ეს სიმღერა, ვინძლო ბევრს ძალიანაც გიყვართ 🙂 ამ მწკლარტე ღამეს (02:58) ალბათ მეთხუთმეტედ ვუსმენ.

სასაცილოა, დემოკრატიულ მსოფლიოს რაში უნდა სჭირდებოდეს ასეთი სულის შემძვრელი ანტირასისტული ჰიმნები?! ფაქტია რომ სჭირდება, თან ძალიან, ეს გატყლაშუნებასავითაა, მაგრამ რა, მიდი უტყლაშუნე, რაც XVIII საუკუნეში სტკიოდა მსოფლიოს ერთ ნაწილს, იგივე სტკივა XXI საუკუნეში, ამ ხნის მანძილზე უამრავჯერ აჭამეს მწარე ალიყური კაცობრიობის რასისტ ნაწილს, ქედს ვიხრი მათ წინაშე, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ამაოდ გაისარჯნენ. ამაოდ გაისარჯნენ თუნდაც იმიტომ რომ 1992 წელს გამოდის ცნობილი სენეგალელი მომღერლის Youssou N’Dour და Neneh Cherry ერთობლივი სინგლი 7 second, როგორც უკვე ვთქვი სულის შემძვრელი ანტირასისტული ჰიმნი. კლიპიც არანაკლებ შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გექნებათ ნანახი, ეხლა შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ნახოთ და როგორც Youssou N’Dour-მა განაცხადა ერთ ინტერვიუში, პატივი მიაგოთ რასიზმის ნიადაგზე დაღუპულ მცირეწლოვან შავკანიან ბავშვებს.

ეს ტექსტის ყველაზე მძიმე მონაკვეთი:

Roughneck and rudeness,
We should be using, on the ones who practice wicked charms
For the sword and the stone
Bad to the bone
Battle is not over
Even when it’s won

And when a child is born into this world
It has no concept
Of the tone the skin is living in
It’s not a second
7 seconds away

Just as long as I stay
I’ll be waiting
It’s not a second
7 seconds away
Just as long as I stay
I’ll be waiting

P.S. ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ სიმღერის ალტერნატიული ვერსია Youssou N’Dour feat Dido (Live) [imho მამა შესრულებაა]

Advertisements

კომენტარის დატოვება »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: