ბიჭები

სექტემბერი 9, 2007, 10:44 PM | Posted in ლიტერატურა | 10 Comments

მოკლედ, ახალი ვეში. ცოტა მინიმალისტური, ცოტა უცენზურო, მაგრამ ნაღდი გულით გაკეთბული 😉

ბიჭები..
ბიჭები რა, ჩვენხელებს ცოლ-შვილი ყავთ, ჯიპებით დადიან, საღამოობით შარდენზე, კოელიოზე საუბრით იკმაკოყილებენ ინტელექტუალურ შიმშილს. ჩვენ კი, ბიჭები, ავტობუსებით მოყიალეები, კოელიოს ჩოილარზე გამკატავებლები, ბინძურ სასადილოებში მუცლის ამომყორავები, ვაკის პარკში წოწინკა შუშანას სადღეგრძელოს ფეხზე წამოდგომით ვსვავთ

– არ გეშინია?

– არა…არა..

– ხოდა შენი პირშიც შევეცი თუ არ გეშინია,

– რამე წყნარებს მოუსმენდა კაცი

– კრეკერი მომაწოდე ყვერო

– გესვრი დაიჭერ?

– გადმომაწოდეთ ბლინ

ხოდა ბიჭები…არც ცოლ-შვილი, არც მანქანა, არც ”11 წუთის” გარჩევა, მხოლოდ ლუდის ცარიელი ბოთლები, ბოლო ორი ღერი დაჭმუჭნულ კოლოფში, ”ზოიას დედა იქ მოვტყან” და სევდა უცნობ ჯარისკაცზე, ამ შობელძაღლმა უცბად ხელი არ ამოყოს და არ გვთხოვოს, ერთი მეც მომასმევინეთო.

– ბოლო ალბომი დაამუღამე?

– აი იმენა თესლი პორნო გრაინდია რა

– რას ხერხავენ?!

– ე, იქით გაიხედე

– არა, ნუ მაყურებინებთ

მაღაზიის განათებული ვიტრინა არყის ბოთლებითაა გამოტენილი. ბიჭები ოხრავენ, თვალებზე ხელს იფარებენ.

წლებით დამძიმებულ თბილისს, კუილის ვერ შემკავებელი მოხუცივით 11 საათზე ღრმად სძინავს. კანტიკუნტად თუ გაირბენენ მკრთალად განათებული ”მარუტკები”. უკანასკნელმა ავტობუსმა ჩაიარა. ბიჭებმა რაღაც მოიმიზეზეს და არ გაყვნენ, რა არის ერთმანეთთან დაშორება არ უნდათ. ხვალ ხომ ორშაბათია, გინდა არ გინდა ”დიდი ბიჭების” სამყაროში მოგიწევს დაკარგვა, თავს მოგაბეზრებს სამსახური,ტვინს წაიღებენ ”წარმატებული თანამშომლები” მოგონებებით შარდენსა და ბეილისზე.

”ზოიას დედა რომ მოვტყან, როდის მოვა პარასკევი, ბიჭებმა პატარა, რაღაც რომ იმას ვქნათ”

ამბობენ, ლოთები არიანო, მარხვას არ ინახავენო. ქაჯები, რეზერვისტობა უხარიათო.

არადა უბრალოდ ბიჭები არიან, იროკეზით, ”დისაიდისა” თუ უბრალო ზოლიანი მაისურებით.

სიბნელეში რომ ნახო, იქნებ ვერც მიხვდე ვინ მოდიან, ლაპარაკს მოუსმინე და მიხვდები, ბაღში რომ ბიჭობაზე ოცნებობდი, ზუსტად იმ ბიჭობის აჩრდილები არიან წლებით დამძიმებული თბილისის ქუჩებში დაკარგულები

Advertisements

10 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. http://www.flickr.com/photos/minicrow/499280528/ <- ეს ფოტო ჩაამატე ამას 🙂

  2. ვსო, ჩაისვა!!!

  3. ლინკბეკი არ უნდა ხო? :ჩუპს:

  4. ხო ვამბობ, მევასები თქო :)))

    კარგია! 🙂

    …და პარასკევს მეც ვნატრობ ხოლმე როცა ვმუშაობ.

  5. ლევონტი კაი კაცი ხარ. 🙂 ))))

  6. მადლობთ ჰუმან 🙂

  7. მროველა რულზ..

    მაგარია..

    რაღაცნაირად მომინდა, რომ მეც ღამე ვიჯდე მანდ სადმე თქვენთან ერთად..

    ორი დაჭმუჭნული ღერის იმედზე ვიყო და არყის ბოთლებს შევცქეროდე ვიტრინაში, მეც ვიფურთხებოდე ვიგინებოდე და ხასიათს მიფუჭებდეს ის რომ ხვალ ორშაბათია..

  8. აი.. კიდე წავიკითხე და კიდე უფრო დამევასა…

  9. ეჰ…

  10. ეჰ
    ბიჭები….


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: