ახალი თავი

ივლისი 11, 2007, 5:36 AM | Posted in კატეგორიის გარეშე | დატოვე კომენტარი

არ ვიცი როგორ დამავიწყდა ამის აღნიშვნა 😦 მოკლედ, ახალი თავი მაქვს, ანუ პირველად წელიწადნახევრის მანძილზე თმა მოკლედ შევიჭერი. უნდა ითვას რომ ზაფხულის სიცხეში ასეთი ვარცხნილობა ფრიად მოსახერხებელია, თან რა დასამალია და არც ვარცხნა გადავარცხნა ჟელეს თითხვნა უნდა 😀

კიდევ ერთი ამბავი, ჩვენი ძმა ყვავა რეზერვში წავიდა. გუშინწინ გავაცილე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან, თან გავატანე ჩესტერფილდის თითქმის სავსე კოლოფი და ერთი შუაზე გადატეხილი ღერი, რომ ჩამოვა და პინგვინებში ჩავსხდებით, მაშინ გავაბოლებთ იმ ნახევარ ნახევარს 🙂 იმ დღესვე და იმავე სიტუაში, რეზერვისტთა შორის, წავაწყდი ძველ გუნდელს ნიკა ქართველიშვილს (პატარა კაცი) გული გამითბა რა რომ მიცნო, ვახსოვარ ხალხს, მაშინ როცა მე აზრზე ვერ მოვდივარ ხოლმე ვინ არიან 🙂 გავიხსენეთსავით ძველი დრო, აქეთური იქეთური, უკვე ავტობუსებში რომ სხდებოდნენ, ვიღაცამ გადამკოცნა, საერთოდ ვერ ვიცანი, მეთქი უეჭველი ვეშლები, მაგრამ არა, ასევე ძველი გუნდელი ლუკა კილასონია აღმოჩნდა, მისი ნახვაც გამიხარდა, მითუმეტეს რომ განსხვავებით ნიკასგან, ლადოსთან ახლოს არ ვყოფილვარ, ორი სამი წუთი წავისაუბრეთ, მერე ლადო გამოცდებზე გაიქცა, მე სახლში წამოვყიალდი.

ასეა რა, გზები იკვეთება, ბავშვობისდროინდელი ნაცნობები მოულოდნელად ვეჯახებით ერთმანეთს, გადავკოცნით, აღმოვაჩენთ რომ თურმე ძალიან მოგვნატრებია ერთმანეთი. ის რომ ახლოს არასადროს ვყოფილვართ სხვა მსგავს ფაქტორებთან ერთდ მნიშვნელობას კარგავს, მთავარია, რომ ერთმანეთის ყურება ბავშვობას გვახსენებს, მე კი ბავშვობაზე ფიქრისას ყოველთვის გალაკტიონის ერთი ლექსი მახსენდება ხოლმე:
გამახსენდება ბავშვობა
და გულზე ცეცხლი მედება
არც მამა არის ცოცხალი
არც დედა მეიმედება

Advertisements

კომენტარის დატოვება »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: