მაშინ როცა თოქ-შოუებში

ივნისი 20, 2007, 2:59 PM | Posted in კატეგორიის გარეშე | 3 Comments

 ესე იგი, მორიგი ვეში. ამ ვეშმა უკვე მოასწრო ბევრის გაღიზიანება 😀

მოწყენილი სახეები, დაძაბული ნერვები და ყოვლის მომცველი ბოღმა. ვჩერდები, თქვენგან წამოსულ ფურთხს ვიწმინდავ და ვკითხულობ – რამ შეგშალათ? მესმის რომ სექსი გაკლიათ, ფული გაკლიათ, სითბო გაკლიათ. იისფერი სისხლი ამაოდ აწყდება ყინულის ლოდად ქცეულ გულს, გზას რომ ვერ პოულობს უკან ამოდის და თვალებს გვისისხლიანებს…ჰეი შენ, შეინახე დანა, ან მოდი, დამარტყი…მოვრწყოთ ერთ დროს მზიური თბილისის ქუჩა სისხლით….მაგრამ ამით რა…შენ მოკლავ, მე მოვკლავ, მერე ჩვენ მოგვკლავენ, ნაბოზვარი პოლიტიკოსები ჩვენი სისხლით ივაჭრებენ პირდაპირ ეთერში..ჩვენ კი ზუსტად ერთნაირად დაგვხრავენ მატლები…და ჩვენ აღარასდროდ დაგვესიზმრებიან დაუკმაყოფილებელი მუ&ლები, ვეღარასდროს მოვწევთ რომ ჩავეხუტოთ ბუდას და მე დამენანება ზურგჩანთის წინა ჯიბეში ჩარჩენილი ნახევრად მოწეული ღერი. მოკლედ შეინახე დანა,  აქვე სარდაფში ჩავიდეთ და გემოზე გავხერხოთ, მერე თითოსაც გავაბოლებთ და თბილისის სევდიანი ქუჩები აღარ დაისვრება სისხლით, რაც ძალიან გაუტყდებათ პოლიტიკოსებს, მოუწევთ საღამოს ეთერისთვის ნაკლებ მძაფრი თემა შეარჩიონ, მაგალითად პინგვინების მორალური დეგრადაცია თბილისის ზოოპარკში……
ღმერთმა დალოცოს თბილისის კაფეები, გუშინ აღმოვაჩინე, მონატრების უნარი კიდევ შემრჩენია, ერთი ლამაზი ოფიციანტი ვერ დავინახე და გული მეტკინა, ხოლო სანამ ყავის ჭიქა გავანახევრე, მივხვდი თურმე მისი ნახვა მომნატრებია. შარვლის ჯიბეში სიგარეტს დავუწყე ძებნა, არ აღმომაჩნდა, მხოლოდ ზურგჩანთაში ვიპოვნე ნახევრად მოწეული ღერი, ხოდა გადავწყვიტე ამ ღერს მაშინ მოვწევდი, როცა ოფიციანტს ვნახავდი. დღეს კი მოკვლას მიპირებენ. ჩემსკენ მოშვერილი იარაღის ლულა იაზვა გოგოშკასავით მიბრიალებს თვალებს, იმ გოგოშკასავით, რომელიც დროულად დაიკიდე ფეხზე, რომელმაც ვერ მოითმინდა შენს კედიან ფეხზე პორწიალი და მარტივი ინტრიგით სადაცაა ჰადესის მინდვრებზე გაგიშვებს საბალახოდ.
სიცხისგან დამძიმებულ ჰაერს იისფერ სისხლიანი ლაწირაკის სუნთქვა არღვევს. საოცარ სილაღეს ვგრძნობ, დილანდელმა მონატრებამ  ჩემი სისხლი გაათბო, თვალები დამისუფთავდა, სისხლი მშვიდად ამუშავებს გულის სარქველებს
– ჰა ბიჭო, შენ აწყენინე?
ნიკაპს ვიფხან, კისერს ზანტად ვატკაცუნებ. არა, მართლა უშველებელი ჩოილარი ყოფილა. მგონი არ ღირს ნახევრად მოწეულ ღერზე საუბარი, ვერც ნესტიან სარეპეტიციოში დაკრული 32-იანების გემოს გაიგებს ეს მძრეველა ბიჭუნა. მოკლე ნაბიჯვს ვდგავ, მარცხენა ხელით ცრუ მოძრაობას ვაკეთებ და მარჯვენათი აბერკოტს ვარტყავ.  ჩამსხვრეული კბილები, უმისამართოდ გასვრილი ტყვია. ერთი არ ეყოფა, მეორეს უფრო ძლიერად ვურტყავ, ..”რა ვქნა მეგობარო, შენ თუ ნახევრად გათიშული ასფალტზე გდიხარ  ჩემი ბრალი არ არის…”  პროფილაქტიკის მიზნით მის სხეულზე ნაფეხურსაც ვტოვებ  და მოვდივარ . ადრე თუ გვიან პატრული იპოვნის, კისერში ცხვირსახოც ჩაფენილი პოლიციელი კამერის წინ  იტყვის რომ აწარმოებდა პატრულირებას და გზის პირას იპოვნდა საზარლად ნაცემი პატარა ბიჭუნა, შემდეგ მსხვილი კადრით გამოჩნდება ბიჭუნას ანგელოზისებური სახე და წაბლისფერი დალალები…ამის დანახვა ყველა გულს მოუკლავს, ღია, დახურული თუ ნახევრად დახურული ეთერები კიდევ ერთხელ მიეძღვნება ქალაქში გაზრდილ აგრესიას, კიდევ ერთელ შეიკრიბებიან ხელოვანები, რომლებსაც ღია ეთერებში სიარულის გარდა პრინციპში სხვა დანიშნულება აღარ გააჩნიათ, ჩაახველებენ, ხმას დაისუფთვებენ და ძველ დროს გაიხსენებენ, მაშინ როცა…..მაშინ როცა…მაშინ როცა მათ ნოსტალსგიისგან თვალები აუწყლიანდებათ, ქალაქში კიდევ ერთხელ გავარდება ტყვია, კიდევ ერთი ინტრიგა დაიხლართება მხოლოდ იმიტომ  რომ 16-17 წლის გოგჩოს ყლე მოსწყურებია, ვერ უპოვნია და სურვილისგან შეშლილს სხვა გასართობი ვერ უნახავს. ასფლატზე გაშოტილ უდანაშაულო თუ დამნაშავე სხეულები…..ტყვიით წერტილ დასმული ოცნებები….მიდიხარ და გიკვირს, სად არის ღმერთი, როდემდე უნდა ვემონოთ ცრუ მორალს, ოდესმე ვაღიარებთ რომ მენტალური ანანიზმისგან დაღლილი არარაობანი ვართ? ნუთუ ვერასდროს შევძლებთ მივაფურთხოთ ყველაფერს და მშვიდობის დროშის  ქვეშ დავდგეთ? მაგრამ არა, აბა სასწრაფოდ საგრიმიროებისკენ, რამდენიმე წუთში თოქ შოუ იწყება, თემა – აგრესია მოზარდებში. ”თქვენ რას იტყვით ბატონო გურამ, როგორ იყო თქვენს ახალგაზრდობაში?” ”უხმ…უხმ…იცით ჩემს ახალგაზრდობაში….”

Advertisements

3 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. :-))))
    ჰეჰ :-)))

  2. ფორმაში ხარ, ძმაო მროველ…

  3. სააღოლ მროველ…

    მაართლა მაგარია, ძმაო…

    ტაკ ზერჟაწ ი ტაკ პრადალჟაწ!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: