ეძღვნება ანუკას და ასაფრენ ბილიკზე დამსხვრეულ თვითმფრინავებს

ივნისი 16, 2007, 8:56 PM | Posted in კატეგორიის გარეშე | %(count)s კომენტარი

მოკლედ, მოთხრობაა რა, გუშინ სპონტანურად გავაკეთე

ქარი თოვლის ნამქერს ჰაერში ატრიალებდა და საღებავ ამძვრალ ფიუზელიაჟებს თეთრად ფიფქავდა. კარებ დაგმანულ ანგარში ვიდექით. უშანკაში გამოწყობილი აეროდრომის დარაჯი გაბმულად ახველებდა, თან ცდილობდა ქარს სიგარეტი არ ჩაექრო.
– დიდი ხანია აქ მუშაობთ? – ვკითხე დუმილის დასარღვევად
– 20 წელია
– ხოოოო – მორიგ ღერს მოვუკიდე – ავიაცია ბავშვობის ტკივილია. თავის დროზე ავია მოდელისტობა მინდოდა
– მე ინჟინრობა მინდოდა, მაგრამ ამ ჭაობს შევრჩი – ყოველგვარი დანანების გარეშე თქვა, ალბათ კაი ხნის გამოგლოვილი ყავდა ბავშვობისდროინდელი ოცნებები
– რაღაცნაირად სასაფლაოს ჰგავს აქაურობა, გარშემო სულ დამტვრეული თვითმფრინავებია
– თუ მაინცდამაინც სასაფლაო. მაშინ მკვდრად შობილი ბავშვების განსასვენებელი ყოფილა. ამ თვითმფრინავების უმეტესობას აფრენა არ ღირსებია, პირველივე საცდელი გაფრენინას ასაფრენ ბილიკზე დაიმსხვრნენ
– საწყენია
დარაჯმა მხრები აიჩეჩა, თვითმფრინავები ჭირსაც წაუღია, მთავარი მფრინავ გამომცდელები ცოცხლები გადარჩნენო
– ეგ ხო, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დამსხვრეული თვითმფრინავებიც გულმოსაკლავია
დარაჯმა გაკვირვებულმა გადმომხედა. ალბათ არ მოელოდა მსგავს სენტიმენტებს
– იცი, მეც ბევრჯერ მიფიქრია – თქვა ხმადაბლა და ღრმა ნაფაზი დაარტყა – ჩემი ერთდერთი შვილი 2 წლის მოკვდა დიფტერიით. დედამისმა ორმოცამდე ვერ მოითმინა და სხვა კაცს გაჰყვა. როგორც გავიგე ეხლა სამი სრულიან ჯანრთელი შვილი ჰყავს. ჩემი ბიჭის საფლავზე რომ ავდივარ, ყოველთვის აქაურობა მახსენდება, თითქოს ასაფრენ ბილიკზე დამტვრეული თვითმფრინავი იყოს…დედამისმა კი განაგრძნო ცხოვრება….როგორც მფრინავები აგრძელებნ ცხოვრებას და სხვა, წუნდაუდებელი თვითმფგრინავების გამოცდას…მაპატიე – დაამატა ბოლოს
გარეთ გრიგალი არ ისვენებდა, საღებავ ამძვრალი ფიუზელიაჟები უფრო ღრმად იმარხებოდნენ ნამქერში
– ნეტა ქარი მალე ჩადგებოდეს – ვთქვი ჩემთვის
– აეროდრომის დათვალიერება გინდა?
– ხო, მიმოვათვალიერებ, იქნებ თვითმფრინავებს შორის ჩემი ბავშვობის ოცნებებიც ვიპოვნო, რომლებიც პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე დაიმსხვრნენ
– წარმატებები – ჩაიცინა დარაჯმა – თუ კარგად მოძებნი, ვინძლო ბავშვობის ოცნებებთან ერთად შენი გუშინდელი ოცნებაც იპოვნო, რომელიც უკვე გუშინ იცოდი რომ არ ასრულდებოდა
”მაშინაც ანუკასაც აქ ვიპოვნი, რამდენიმე საათიან ოცნებას” გავიფიქრე რაღაცნაიარდ დამშვიდებულმა და უკანასკნელი ნაფაზი არ ნახული სიამოვნებით დავარტყი

Advertisements

%(count)s კომენტარი »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. ეჰჰ…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: