ნაცრისფერი ქრონიკები (ნაწილი III-IV)

აპრილი 29, 2007, 4:31 AM | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 3 Comments

პრევედ…
როგორ ხარ შე ჩემა? გუშინ არაფერი დამიწერია, დღესაც არაფერს დავწერდი და ვაბშე დავიკიდებდი ყველაფერს, მაგრამ მომენატრე რა, ხოდა ვწერ აგერ…გუშინ რა მოხდა საინტერესო? ხო რა მოხდა? ვაბშე გუშინდელ დღეს ვერ ვიხსენებ, ნუ ღამეს ვიხსენებ, იმიტომ რომ ცუდად ვიყავი, მაგრამ დღის განმავლობაში რა მოხდა? უნივერსიტეტში წავედი, ვნახე შალვა, დავპირდი ეკოლოგიას დისკზე ჩავუწერდი, ხო, სამსახურში შევიარე, მერე სახლში მოვედი, დავიძინე…ხო, ხო, გამახსენდა, გამახსენდა…..იოო რა მაგარი ვარ ე:)))) ისე დღევანდელი დღეზე სლეობა და ამასთან საინტერესო დღე ძალიან ძნელად მოიძებნება…
08:30 მივედი II კორპუსთან და შალვას მივეცი დაპირებული დისკი. რახან სისხლის სემინარზე არ შევედი 12 საათამდე რამე უნდა მექნა…რა გინდა ქნა შაბათ დღეს თბილისში? როცა კაფეები ფაქტიურად 11 საათამდე არ იღება, შენთვის არავის სცალია და არც შენ გაქვს ვინმესთან ურთიერთობის სურვილი? პასუხი ერთია, იბოდიალო მთელი ქალაქის მასშტაბით. ჩემი საბოდიალო მარშრუტი ასეთი იყო: ფეხით ჩავბოდიალდი მეცნიერებათა აკადემიამდე, შემდეგ დავაჯექი ავტობუსს და გავყევი ზაარ ბრიუკენის მოედნამდე, ზაარ ბრიუკენის მოედნიდან ფეხით გავაწექი კოლმეურნეობის მოედნამდე, ჩავედი კონკასთან და ჟურნალისტთა სახლამდე დებილი ბავშვივით გაღიმებულმა ვიარე 🙂 ქვაფენილი შეუცვლიათ, გაბრიაძეს თავისი ებრაელის დუქანზე უფრო ძვირი კაფე გადაუღებია, ჟურნალისტთა სახლთან არ მისული რომ სკვერი იყო, შავი მესერით შემოუსაზღვრავთ, შიგ სკვერში ქვიშის გროვები ეყარა, ალბათ რეკონსტრუქციას ცაუტარებენ. ჟურნალისტთა სახლის პირველი სართული შეცვლილია, ფართო კარები ამოუშენებიათ, რკინის კარი ჩაუსვავთ. პლაკატი იყო გამოკრული, ქირავდებაო. ძირითადი შესასვლელიც რკინის კარით იყო ჩაგმანული. ერთი სიტყვით, ამ აბჯროსან შენობას, ჩემ მოგონებებში შემორჩენილ შენობასთან არაფერი ესაქმება, თუნდაც იმიტომ რომ იქ ზურაბ რცხილაძე აღარ ასწავლის. ჰეჰ, რამდენჯერ ზურაბი მახსენდება, იმდენჯერ მთელი სიცხადით ვგრძნობ რა არნახული ნაბიჭვარი ვარ, ჩამოყალიბებული ნაბიჭვარი, რომელსაც არაფერი ეშველება 😦
ბოდიალ ტური შემდეგნაირად გაგრძელდა, ავიარე ლესელიძე, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთით ველოდე ავტობუსს, მოვიდა უკვე გატენილი 55 ნომერი. ავედღლიზე. კიბეებთან გოგო-ბიჭი იყვნენ გახერილები, სავარაუდოდ ჯგუფელები, ლექტორებს ჭორავდნენ. გოგოს საშინლად დაყვლეფილი თვალები ჰქონდა და ასევე უსაშინლესად მეცნობოდა, აი ეხლაც, აშკარად ვიცი რომ ურთიერთობა მქონია, მისი დამახასიათებელი მიმიკებიც კი მახსოვს, მაგრამ ვერა რა, ვერ ვიხსენებ ვერაფრით 😦 დალშე…ავტობუსიდან ჩამოსულმა მეორე კორპუსში შევიხედე, ათი საათი იყო, მთელი 120 წუთი უნდა გადამეგორებინა. ავაწექი v კორპუსისკენ. გზად დავინახე, როგორ გადმოათრია პატრულმა ტაქსიდან ახალგაზრდა ”ჯეელი”, ბორკილები დაადო და თავიანთ მანქანაში გადატენეს. აზრადაც არ მომდის რა უნდა მომხდარიყო, ვითომ ტაქსისტს აყაჩაღებდა? მაგრამ ტაქსისტმა პატრულს როგორ შეატყობინა? მოკლედ რა…მეხუთე კორპუსთან ფალიაშვილზე ავუხვიე, ცოტა გავიარე და ისევ ჩამოვუხვიე 🙂 ხო, მანამდე საინტერესო სცენას შევესწარი. ფალიაშვილზე, ლამაზად შეღებილი კლინიკის წინ სულ თეთრებში გამოწყობილი სანიტარი იდგა და კედელს დამწუხრებული სახით უყურებდა, იქვე ახალგაზრდ ბიჭი ხელებს შლიდა, რა ვქნა მეათედ ვღებავ ამ კედელსო. თურმე ვიღაცეებს კლინიკის კედელზე საღებავით რაღაცეები მიუჯღაბნიათ…ტყეში ვართ რა ბლიად….ვიღაცა შემომეკამათება, ტყე რა შუაშია, კედლებზე ხატვა მსოფლიოში გავრცელებული ფაქტიაო. კი, არის მსოფლიო მასშტაბის ყლეობა, მაგრამ არ შეიძლება რომ ჩვენთან არ იყოს? სულ ამ ოხერ მსოფლიოს ვუყურებთ თვალებში, იქ ისეა, იქ ასეა. რახან იქ არის, ესე იგი აქაც უნდა იყოს….საკუთარი აზრი დავკარგეთ რა…ან საერთოდ არ გვქონია საკუთარი აზრი. ისევ ჭავჭავაძეზე რომ ჩავუხვიე, კვლავ შემთხვევის ადგილზე აღმოვჩნდი. მეორე საპატრულო ეკიპაჟიც მოსულიყო, ტაქსის გარშემო ლურჯ ლენტს ჭიმავდნენ, მდედრი პატრული (ერთ დროს პატრულის ვარკსვლავი იყო, თითქმის ყოველ დღე კურიერში აჩვენებდნენ :D) შავი სათვალის მოუხსნელად კეპიან ტაქსისტს რაღაცას ეკითხებოდა, ტაქსისტი დაბნეული ჩანდა, უხერხულად შლიდა ხელებს. სეირისთვის აღარ მიყურებია, ყოფილ ”გერმანელ ყასაბში” და ამჟამინდელ სახაჭაპურეში შევედი, ჭიქა უნალექო ყავა, ერთი ხაჭაპური და ფანჯარასთაბ დავჯექი. სიგარეტმა რაღაც საოცრად მოიტანა, იმენა ნეტარი სახით ვეწეოდი რა 🙂 გვერდით სამი მომავალი დიდი პოლიტიკოსი მეჯდა, სავარაუდოდ რესპუბლიკელები. სულით ხორცამდე შეძრულები იყვნენ, თურმე ვიღაცას რაღაც უკადრებია ლ.ბერძენიშვილისთვის. ნწ ნწ ნწ რა თაობა მოდის რა 😀 მათ შემხედვარეს კიდევ ერთხელ გამიხარდა, პოლიტიკაში რომ არ გავერიე და რესპებს დროზე შევეშვი:) სიგარეტზე არანაკლებ სასიამოვნო აღმოჩნდა ყავა. ერთი ლარის კვალობაზე მშვენიერ ყავას აკეთბენ. ხაჭაპური რა თქმა უნდა უგემურად ვლოღნე, ვერ ვამუღამებ რა ამ ფენოვანებს, ჭამას რომ დავამთავრებ ხოლმე, ნასადილევ დაუნს ვგევარ 🙂
ამ მცირე პერეკურ პერე-ყავირების შემდეგ უნივერსიტეტის საათი 10:45 აჩვენებდა. კიბის ყველზე მიგდებული უჯრედისკენ გავაწექი, პირდაპირ საფეხურზე ჩამოვჯექი და ”ძირითადი უფლებების” კითხვა დავიწყე. მალე დავრწმუნდი, რომ საფეხურები ფეხის დასაბიჯებლად არის მოგონილი და არა წიგნის საკითხავად. წელი ამტივდა, ყვერები წამეყინა, წიგნი დავხურე, საათს სასოებით ავხედე, 11:15, მთელი 45 წუთი წინ მედო. დეკანატის წინ ყოველგვარი მიზნით წავედი და დავინახე, ბიბლიოთეკის კარი ღია იყო!!! ვაშა!!! თურმე შაბათობითაც მუშაობენ 🙂 12 საათამდე მყუდროდ და გემრიელად ვიკიტხე ადამიანის უფლებები, შემდეგ შევხვდი ლევანის, გამოვართვი კონსტიტუციის კომენტარები, თან დავპირდი რომ აუცილებლად ვაკურთხებინებდი, მაინც მასონების დაწერილია და თვალი არ გეცესო :)))) მოკლედ, პირველი მისია წარმატებით იქნა დაძლეული – წიგნი ავიღე. რჩებოდა მეორე მისია – დროის გაყვანა 01:30 ანუ ძირითადი უფლებების სემინარამდე. ბიბლიოთეკის დახმარებით ეს დროს მალე გავიყვანე, თან საინტერესო წიგნსაც წავაწყდი: ”ადამიანის კულტურული, ეკონომიკური და სოციალური უფლებები”, უცხოელი იურისტების, პოლიტოლოგების და სოციოლოგების სტატიების კრებულია ქართულ ენაზე. რომ გადავათვალიერე, საინტერესო სტატიებს წავაწყდი, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების უფლებებმა დამაინტერესა, ამ დღეებში აუცილებლად გადავიკითხავ ყველა საინტერესო სტატიას 🙂 სხვათაშორის,ბიბლიოთეკაში გატარებული დროის 70% მოთხრობაზე მუშაობას დაეთმო :D, რამდენიმე საინტერესო პასაჟი მომაფიქრდა და მათი არ ჩაწერა დანაშაული იქნებოდა 🙂 სემინარმა მშვიდობიანად ჩაიარა. იყო რამდენიმე უსიამოვნო მომენტი, მაგრამ მათ შესახებ წერას აზრი არა აქვს, რადგან ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა 🙂
და ბოლოს, სანამ სახლში მივიდოდი, დავიძჳნებდი, მერე გავიღვიძებდი, კომპს მივუჯდებოდი და ყვავა მეტყოდა, რომ ხვალ მცხეთაში ვერ წავალთ (დაკავებულია)…..სემინარიდან რომ გამოვედი, სიგარეტი აღარ მქონდა, ვიფიქრე ღერებზე ვიყიდი მეთქი, მაგრამ პადზემკაში რომ ჩავუხვიე საყიდლად, ლიკა ბობოხიძეს გადავეყარე, ყოფილ კლასელს, ხოდა აღარ ვიყიდე კი არადა საერთოდ ფილარმონიამდე ფეხით ჩავაწექი :))) ფილარმონიასთან 87 ნომერი მოგრიალდა, უკანა ”ვაგონში” ავედი და ბოლოში ვირაცას მივჯექი. გვერდით, წინ, უკან, მოკლედ სკამები ოთხივე მხარეს, 15-16 წლის ლაწირაკებს ეკავათ. აუ რა სასაცილოა, რომ უყურებ ეს ლაწირაკები კაცობას როგორ ცდილობენ. ვისაც გაპარსული აქვს და ხმაში ხრინწიც შერევიაა, ყველაზე მაგარი ტიპია და თავზე იჯვავს….ბლინ..ნეტა მეც ასე ცუდად გამომდიოდა მაგარი ტიპობა?:)))

ხოდა აბა ნახვამდის ბლოგ
ამდენი კაი ხანია არ მიწერია ე:))
ბედნიერად

Advertisements

3 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. შალვა რომელი, ნათელაშვილი?

    კედელზე ხატვა კაია, კი, ოღონდაც გააჩნია ტექნიკას… ”ილო + მალხაზი” როცა არის მიჯღაბნილი, მაგი არ ითვლება, აი ხარისხიან გრაფიტზე კი ხელი არ უნდა აწიოს ცივილიზებულმა ადამიანმა.

    ხოდა, ლაწირაკები.. სასაცილოა კი, მაგრამ არამარტო ლაწირაკებია სასაცილო, ტიპობის მცდელობა თავისთავად უკვე სასაცილოა :დ

  2. საღოლ ძმაო შენ თუ ეს ბოლომდე წაიკითხე :)))

    ხო, შალვა ნათელაშვილი ნაღდად არა, ერთი ქართლელი ბიჭია, ჯიგარი ბიჭი….რაც შეეხება გრაფიტს, გრაფიტი ხელოვნებაა, ხოლო თბილისში გავრცელებული ნანკა+ნუცკუკუნა და ვალერა+მეგუნა არის ყლეობა
    აი ამაღამ სტატიას დავდებ გრაფიტზე და ნახავ რა არის ჭეშმარიტი გრაფიტი 🙂

  3. წავიკითხე, ხო…

    გრაფიტის ნუ მასწავლი ერთი, თუ ძმა ხარ რა…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: