ნაცრისფერი ქრონიკები (ნაწილი II)

აპრილი 27, 2007, 1:17 AM | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 2 Comments

პრინციპში არც ისე ნაცრისფერი დღე გამოდგა. ორის ნახევარზე გამეღვიძა, ბებიაჩემს პური ამოვუტანე, გემრიელად ვისაუზმეთ (ბებიაჩემა ისადილა), მერე ყვავასთან დავაწექი. მისი შეკრეჭილი თავი პირველად ვნახე. როგორც შომ თქვა, თმებს ტვინის გარკვეული ნაწილი გააყოლა და ეხლა ”აყლიმატიზაციას”  განიცდის, მაგრამ ეს არაფერი, გაუვლის, ყველას გვაქვს მსგავსი მომენტები ცხოვრებაში…:D ყვავასთან შო და ლევანი (lawman) დამხვდნენ, ჩემი მიტანილი ღვინო გამოვწრუპეთ და ენებიც დავიფხანეთ. ყვავამ სამწუხაროდ ჩვენთვის ვერ მოიცალა, ჩარს აკაჩავებდა, თუ არ ჩავთვლით დროდადრო მოცემულ მამაშვილურ დარიგებებს ღვინის სმის სწორი მეთოდების შესახებ. ალბათ ასეთი გულთბილი დამოკიდებულების ბრალია, ორ-სამ საათში რომ დავიშალეთ, შო და ლავმენა ვაკისკენ დააწვნენ, მე მეტროთი წამოვედი. მეტროში ხომ დიდი რეფორმები ტარდება. სადგურებში მონიტორები დაამონტაჟეს და სანამ რეკლამის დამკვეთები გამოჩნდებიან, ”ერისიონის კონცერტებს ატრიალებენ ერთხელ მახსოვს წერეთელზე მატარებელმა დაიგვიანა, სადღაც 10 წუთი მომიწია ლოდინი, მაშინ რომელიღაც ანსაბლის სიმღერებს ატრიალებდნენ, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა რა, ცოტაც და მონიტორს პატრულს ვესროდი, მაგრამ საბედნიეროდ მატარებელმა მომისწრო 😀
ჟეტონი რომ ვიყიდე მატარებლამდე პატარა კროსის მოწყობამ მომიწია. კროსი შედეგიანი აღმოჩნდა, მატარებელს მივუსწარი. ბოლო ვაგონში შევვარდი. საოცრად საინტერესო სცენას წავაწყდი. სკამზე ძალიან ლამაზი გოგო იჯდა, ხოლო მის წინ ხუთი ტალიკ-ტალიკი ბიჭი ჩამწკრივებულიყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ბიჭები კასტინგს გადიოდნენ და გოგოს უნდა აერჩია. ცოტა მოშორებით დავდექი და აღმოჩენილ სცენას დავაკვირდი. გოგო არა, მაგრამ ბიჭები თავს აშკარად შუაზე იხეოდნენ გოგოს ყურადღება რომ მიექციათ, გოგოს კი მძლავრად ეკიდა, გვერდით მჯდომს საკმაოდ მშვიდი სახით ელაპარაკებოდა. მიყვარს რა ასეთი გოგოები, თავისი თავის ფასი იციან. მის ადგილზე ბევრი დარწმუნებული ვარ მძლავრად აცუნდრუკდებოდა და ისე გამოვიდოდა, რომ თვითონ აწონებდა ბიჭებს თავს. პრინციპში მაინცდამაინც ტრაგიკულს ვერც ამ უკანასკნელ ვარიანტში ვხედავ, მაგრამ ეს ხომ გურჯისტანია, გაუცინებდა ბიჭებს, ისინიც გაუცინებდნენ, მერე გოგო ადგებოდა და უბოდიშოდ ჩავიდოდა – გურჯისტანული ფლირტის ტრადიციული დასასრული 🙂
სახლში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი მიქნია, ცოტა ხანს ფეხბურთი ვითამაშე, მერე ცივილიზაცია, გაქცევას ვუყურე, დასსაც ვუყურე და მას შემდეგ ამ ბლოგს ვეჩალიჩები კი არადა ვეჩალიჩებოდი.
დროებით
მორიგ ნაცრისფერ ან არანაცრისფერ ქრონიკებამდე 😀

2 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. უი, უცებ წავიკითხე ყვავასთან დავწექიო და გული გამისკდა, ვიხსენებდი როდის მოხდა ეგა… 🙂

    ეჰ… გოგო… მეტროში… გოგო რომ მეტროში ჩავაო, ეგ სიგარეტსაც ჩაიდებს პირშიო, ხო გაგიგია? :დ

  2. სიგარეტსაც ჩაიდებს და მასტერკასაც, მაგრამ არ სჯობს მასტერკა შენ ჩაიდო და გოგოს სხვა რამ შესთავაზო? თუ ქართველ გოგოს ეს როგორ უნდა აკადრო და რამე?:D


დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.
Entries და კომენტარები feeds.