ნაცრისფერი ქრონიკები….. (Part 1…)

აპრილი 26, 2007, 3:09 AM | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 2 Comments

ესე იგი, დღეიდან ვიწყებ ახალ თემას ჩემს ბლოგზე ”ნაცრისფერი ქრონიკები”. ამ სათურის ქვეშ გაერთიანდება ის ჩანაწერები, რომლებიც მორიგ, უსახურ დღეს აღწერენ. საერთოდ, უსახურ დღეს აღწერა არ სჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დეტალი გამოერევა ხოლმე, რომელიც თავში მიჯდება, არ მასვენებს და შეიძლება სულაც რამდენიმე თვის შემდეგ მოთხრობად გარდაიქმნას. ამიტომ მეც დავწერ ხოლმე, ჩემი მაინც არაფერი მიდის 🙂
მოკლედ, “ნაცრისფერი ქრონიკები” გახსნილად გამომიცხადებია. 🙂

მერომელიღაცა აპრილი

2007 წელი

უნივერსიტეტი, სახლი, ძილი, კომპიუტერი, გატეხილი ღამე…..უშაბლონურესი სქემა, რომელსაც ყოველდრე ერთგულად მივსდევ, ცხადია ჩემდა უნებურად :)უნივერსიტეტში ყველაფერი ნორმალურად არის, არც გარიცხვა მემუქრება და არც განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტთა დაფაზე გამოკვრა. მივათრევ ჩემ წილ სემესტრებს და არც ერთ ლექტორს არ დაწყდება გული, თუ ერთ დღეს სასოფლოში გადავიტან საბუთებს. არადა თითქოს ერთერთი საუკეთესო სტუდენტი უნდა ვიყო, ნიჭი მაქვს (ასე მე არ მგონია, სხვა ამბობს, რომლისაც მჯერა), თითქოს მაინტერესებს კიდეც, მაგრამ ინტერესი უნივერსიტეტის, საუკეთესო შემთხვევაში კი აუდიტორიის კარებთან სრულდება. ამაში დამნაშავე ჩემს გარდა ალბათ ლექტორებიც არიან, მიდგომა არა აქვთ სწორი. მათთვის ლექცია მოვალეობის მოხდის 45 წუთია, ჩემი აზრით კი მათი მიზანი სტუდენტის საგნით დაინტერესება უნდა იყოს. ლექციიდან გამოსულს ერთი სული უნდა მქონდეს წიგნს როდის ჩავუჯდები და ახსნილ მასალას გავარჩევ. არ ვიცი რა, ალბათ ძალიან ბევრს ვითხოვ, ან შეიძლება სწორს ვითხოვ, მაგრამ არა სწორ ადგილას
ბლინ!!!

Advertisements

2 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. ლიოლიკ, ახალი თაობის ხიპურ მოძრაობას იწყებ? :-))

  2. ხიპები და ჭირი შენ 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: