PHOTOSTORY #1

დეკემბერი 24, 2006, 2:44 PM | Posted in photostory | 2 Comments

დღეიდან ვიწყებ ახალ რუბრიკას PHOTOSTORY, სადაც ერთი ან რამდენიმე ფოტოს ისტორიას მოვყვები ხოლმე. სად გადავიღე, რატომ და ასე შემდეგ


ესე იგი ეს ფოტო გადაღებულია დაახლოებით ერთი თვის წინ. უნივერსიტეტში საღამოს სემინარი მქონდა და რომ გამოვდიოდი კარებთან გეგა და ყვავა შემეჩეხნენ. შენთან მოვედითო. მოვიდნენ რა, რარიტეტულ ლიტერატურაზე კი არ ვაპირებდით საუბარს, ცოტა დალევა გვინდოდა. არაყი ყვავას ჰქონდა, სამაგიეროდ საჭმელი არ იყო. ცხელი ხაჭაპურის ძებნაში მრგვალ ბაღთან ამოვყავით თავი, თითო ცხელი ფენოვანი ჩავიფინეთ და იქვე გადავწყვიტეთ შოსთან აგვევლო. რომ ავედით იქ თიკო დაგვხვდა. არაყი აღარ დაგვილევია, რატომღაც გადაგვიარა, სამაგიეროდ თიკოს დაჟინებული თხოვნით საბილიარდოში წავედით. ფული რახან ცოტა გვქონდა შედარებით იაფფასიანი საბილიარდოთი მოგვიწია დაკმაყოფილება.  წყვილებში ვითამაშეთ, ჯერ მე და თიკო ვიყვით, მერე მე და შო. გეგამ ერთი თქვენიცო და მაყურებლობა არჩია, თან ცოტა არ იყოს და დასპირტული იყო და ერთ ბურთს რამდენიმედ ხედავდა.

მოკლედ, ერთი საათი ვითამაშეთ, მერე კი დავიშალეთ. მე და გეგა ერთად წამოვედით, შო და თიკო ერთად, ყვავა კი მარტო აუყვა სახლისკენ მიმავალ გზას 

Advertisements

2 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. :უსერ:
    ”ყვავა კი მარტო აუყვა სახლისაკენ გზას”
    :უსერ:
    რა საჭყლობაა 😦

    მართლა კი არა 😀 😀 😀

  2. va yvava aqac shen xar?!
    nu gadavirie ra 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: