როგორ მინდოდა

ოქტომბერი 31, 2006, 9:24 AM | Posted in კატეგორიის გარეშე | 2 Comments

როგორ მინდოდა შენთვის მომეწერა რომ მომენატრე. მომენატრა შენი გაბოლილი ოთახი და შიში, დედაშენი მოულოდნელად არ დაბრუნებულიყო სამსახურიდან.
იმის მოწერაც მინდოდა, , რომ ჭადარს ფოთლები გაუყვითლდა, მაგრამ ჯერ არ გამელოტებულა. ხომ გეუბნებოდი, ნოებრის შუა რიცხვებამდე არაფერი მოუვა მეთქი. არ დამიჯერე. სხვაც ბევრი რამე არ დამიჯერე. მაგალითად ის რომ მიყვარდი და თუ მიმატოვებდი, ისევ გავტყიურდებოდი. ისევ დავიწყებდი მოწევას და ლოთობას. არადა გეხსომება, შენთან ყოფნისას მხოლოდ ორ ღერს ვეწეოდი, აღარც ვსვავდი და გარე-გარე წანწალს შენ თბილ ოთახში მუსიკის მოსმენა მერჩივნა.
ნეტა ის წიგნები თუ წაიკითხე რაც დაგიტოვე. ალბათ არ წაიკითხავდი, ან შეიძლება ეხლა იმის მოტანილ წიგნებს კითხულობ ვინც ჩემი ადგილი დაიკავა.
გუშინ კლუბიდან რომ ვრუნდებოდი, შენ სახლს ჩავუარე. ინსტიქტურად გადმოვუხვიე კიდეც, მაგრამ ისევ ძველ გზას დავუბრუნდი. გვიანი იყო, სუსტად განათებულ ქუჩაში მარტო მივაბიჯებდი. გზის პირას ჩარიგებული ჭადრები ხრინწიანად შრიალებდნენ. მომეჩვენა, ამ სიცარიელეში შენი აჩრდილი მირბოდა – მაშინდელივით, ანცად და ჯიუტად. გამოგეკიდე, დაგეწიე და შენი აჩრდილი ხელში ჩამადნა. ხო, რა თქმა უნდა, აჩრდილი იყო და ჩამადნა, სამაგიეროდ შენი სიყვარული არ ჩამდნობია ხელში. ის ხომ რეალობა იყო და არა აჩრდილი

Advertisements

2 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. :(( როგორ ხარ????????

  2. მერამდენედ წავიკითხე ეს ჩორტ ივო ზნაეტ…
    მაინც მოქმედებს :უსერ:


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: