ციკლიდან – მარტოობა

ოქტომბერი 24, 2006, 9:29 AM | Posted in კატეგორიის გარეშე | 3 Comments

გუშინ ისევ მარტო გავილეშე. დეპრესიით გაწამებული ტელეფონთან ვიჯექი და ველოდი რომ ვინმე დარეკავდა, მკითხავდა როგორ ხარ ლევან….?
რა თქმა უნდა არავინ დარეკა. რა ხანია აღარავინ რეკავს. შენ არავინ ხარ.მათთვის მხოლოდ მაშინ ხარ ვინმე, როცა დალევა უნდათ და მარტონი ვერ სვავენ, როცა ნუგეში უნდათ და მანუგეშებელი არ ყავთ, როცა ეშინიათ, კვდებიან, დროში იკარგებიან…ხოლო თუ შენ, მარტოობისგან შეშლის, დალევა მოგინდა, ნუგეში დაგჭირდა, კომაში ხარ, გვერდით ადამიანი გინდა, მათ შენ არ უნდიხარ, რახან სხვა ყავთ…
ნესტიან ამინდებში კაპიშონს წამოვიფარებ ხოლმე და სახლიდან გავდივარ. მეკითხებიან, საით? ვპასუხობ – ადამიანებთან. ადამიანებთან…. ადამიანებთან რას მიხვალ, მათ უკვე ყავთ ერთმანეთი, ბილეთები გაყიდულია, უცხოები არ დაიშვებიან. რომელიმე სკვერში ვჯდები, ვეწევი და ვფიქრობ გზაზე, რომელიც დავკარგე, შენზე, ალბათ ახალშობილ შვილს რომ უვლი, მასზე, რომელმაც საკუთარი გზა იპოვნა. ძველი ლექსი მახსენდება – “…ვინც გზა იპოვნა ის დაიკარგა, ამაოდ ელი მის დაბრუნებას…”
სკვერში შეყვარებული წყვილები შემოდიან. კაპიშონიანი, თმებ ჩამოშლილი ტიპისკენ იხედებიან და მისგან ძალიან შორს სხდებიან. ის კი ფიქრებში გახვეული, ცდილობს მიხვდეს, რომელი დანაშაულისთვის მიესაჯა სკვერში მუდამ მარტოს ჯდომა.
“… ამაოდე ელი მათ დაბრუნებას…”
როცა გზას პოულობ, უკან მიხედვა გავიწყდება? ალბათ არა, შეიძლება ხშირადაც იხედები, მაგრამ უგზოდ დარჩენილი ადამიანი აღარაფერში გჭირდება და არც ენახვები, რომ კითხო – როგორ ხარ ლევან?
ერთად დაგროვილ ნამწვებს ურნაში ვყრი, მარკეტში ლუდს ვყიდულობ და შინ მივდივარ. სადაც დადუმებული ტელეფონი, მთელ ოთახში მიმოფანტული დისკები და ათასგზის წაკითხული “ქარავანი” მელის.
“იქნებ დარეკონ, ცოტასაც მოვიცდი და მერე დავიძინებ. უკვე სამი საათი ყოფილა. დავწვე? არა, 10 წუთიც…” საწერ მაგიდასთან მეძინება. სიზმარში ნისლიან ველს და ჰორიზონტზე აკიაფებულ ცისარტყელას ვხედავ. მე ცისარტყელისკენ მივდივარ. ის კი გამირბის. ალბათ გზა იპოვნა….

Advertisements

3 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. 😦
    მარტოობა შენს გარშემო მყოფი ადამიანების რაოდენობით არ განისაზღვრება,შეიძლება ისინი ძალიან ბევრი არიან. გეკითხებიან რაღაცეებს, რეკავენ, შენს გვერდით არიან მუდამ, მაგრამ თავს მაინც მარტო გრძნობ. საშინელი გრძნობაა მარტოობა 😦 მესმის შენი რა, მართლა მესმის, ალბათ იმიტომ რომ იგივეს განვიცდი ხოლმე, ადამიანები ხომ ერთნაირები ვართ, სახელი და გვარი გვაქვს ჯუსტ განსხვავებული.
    შენი ტელეფონის ნომერი მოიტა ერთი

  2. ეჰ, ჩემო მროველ 😦 ძნელია, ძნელი 🙂

    მარა ვსიო ბუძეტ.

  3. auuu mecno situaciaaaa,shishi ar movides deda samsaxuridan…mec mqonda egeti situaciebi,ici mikvarda…upro scorad gvikvarda,imas sigijemde,me?mec,magram moxda ise rom davshordi,dedam izruna amaze upro…chemtan chamodioda da vlaparakobdit uazrod…vusmendit musikas da vackobdit gegmebs,ici,rom vutxari unda davshordet tqo venebs ichrida da mexveceboda muxlis choqebze ar mimatovooo,ar mindoda,magram moxda ise,rom davshordi da vsio!ar vnanob!dges agar mikvars da imis mere arc mkvarebia….aravin mainteresebs da amis gamo kvela ugulos medzaxis,arada ar var egeti!xandaxan mec vrchebi marto,kargia ici martooba,ogond sul martooba ara,marto kvelaperze piqrob,ackob gegmebs…exla gamis 4saatia da ar mdzinavs…arada male vidzineb xolme,bevrs vscavlob da viglebi xolme…exla kbili mtkiva:((xval ar minda eqimtan meshinia!au ramdeni vcere,vis rashi ainteresebs chemi azri ro?kvela tavistvis aris,ragaceebs puspuseben…xo sul damavickda kargi saitia,carmatebebs gisurveb.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: