არ გავრიცხულვარ

ოქტომბერი 16, 2006, 12:56 PM | Posted in კატეგორიის გარეშე | %(count)s კომენტარი

newcolor9geo_copy.gif

მაშასადამე დავბრუნდი თსუ-ში. დღეს გავიარე სტუდენტური რეგისტრაცია, ავიღე ახალი სტუდბილეთი, რომელშიც უფრო მრავალგზის ნასამართლევ მაფიოზს ვგევარ ვიდრე პატიოსან სამართალმცოდნეს. რეგისტრაციის პროცედურა გრძელი იყო და მომქანცველი. დილით მივედი და ბანკის ქვითარი ავიღე. სანამ კომპიუტერში ჩემ გვარს მოძებნიდნენ ერთი სიკვდილი გავათავე. თითქმის ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი,  მეტყოდნენ, ასეთი გვარი არ არის, გარიცხული ხარო. მერე ბანკ რესპუბლიკაში წავედი, გადავიხადე 611 ლარი. ფრიად ლამაზმა მოლარემ ბევრი იბუზღუნა არასწორად შევსებული ქვითრის გამო, მაგრამ როგორღაც გავუძელი, შემდეგ ფეხით ჩავისეირნე პირველ კორპუსამდე, იქ სურათის გადასაღები წერტილი ვერ ვიპოვნე და ავტობუსს მეტრო რუსთაველამდე ჩავყევი, გადავიღე ორი ფოტო და პირადობაც იქვე დავაქსეროქსე. ამას კვლავ დედა უნივერსიტეტში აბრუნება და ფრიად გრძელtsu.gif რიგში ჩადგომა მოჰყვა. რიგებს ორგანულად ვერ ვიტან, ამიტომ მივდექი – მოვდექი და  ურიგოდ გავძვერი, თუმცა ერთ საათიან ლოდინს ვერაფრით ავცდი. რეგისტრაციის პროცესმა მეტ ნაკლებად სწრაფად ჩაიარა და ახალი სტუდ ბილეთიც ჩამახუტეს 🙂

აი სულ ეს არის რა. მე კვლავ სტუდენტი ვარ. რას ვიზამ წელს არ ვიცი. პირობა დავდო, რომ ხუთებზე ვისწავლი? ამ პირობის შემსრულებელი მე არ ვარ და….:) ალბათ ისევ გაგრძელდება პოხუიზმი, მხოლოდ ჩემთვის საინტერესო საგნების სწავლა, ხოლო სემესტრის ბოლოს ყოვლისმომცველი დეპრესია და ლოთობის გრძელი პერიოდი:)

მომავალ შეხვედრამდე 🙂

Advertisements

%(count)s კომენტარი »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. რა დამთხვევაა, მეც ავიღე სტუდბილეთი. პახოდუ ჯობლესი გავხდი და აწი ქე ვივლი ალბათ ხანდახან მაინც უნივერსიტში 🙂

    გუშინ თან ერთი ჩემი ტუპოი კურსელი შემხვდა, დავამთავრეო. საღოლ მეთქი ვუთხარი, მარა რაფერ დაამთავრა კი გამიკვირდა. მე კიდევ ვიგულავე ის წელი, აკადემიური და ა.შ.

    მოკლედ სტუდენტ ეგეინ!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: