ტექსტავიკის ჩანაწერები (we remember II)

სექტემბერი 26, 2006, 10:54 AM | Posted in კატეგორიის გარეშე | 2 Comments

მივედით, ხო მივედით ფინიშთან!!!

შიში, დაღლილობა, ეიფორია უკან მორჩა. გულში სიამაყის მარცვალი ღვივის. სიამაყის არა იმიტომ რომ თითქოს ღენიალური ტექსტი დავწერე, არამედ იმიტომ რომ საქმეს გამოვადექი და ჩემი გაკეთებული საქმე ხალხმა გულწრფელად დააფასა. არადა არ მეგონა თუ რამე გამომივიდოდა, სულ თავიდან მხოლოდ გულშემატკივრის როლში ვიყავი, მაგრამ 17 სექტემბერს, კვირა დღეს ყვავამ ხაშზე დამირეკა და რადიოში ამათრია, მეთქი რა ტექსტი ბლიად, მაგრამ დემო ვერსიის მოსმენის შემდეგ გონებაში ეგრევე გამოიხატა კონტურები, მერე გაგა შემოგვიერთდა, ვილაპარაკეთ იდეაზე, მიზანზე, რა როგორ უნდა ყოფილიყო და მეთქი, კაი ვცდი, იქნებ რამე გამოვიდეს. იმ ღამესვე დაიწერა პირველი 3-4 სტროფი. მომეჩვენა რომ სრული ნაგავი და მეორე დილით ერთი ადგილის კანკალით გავუგზავნე, თან წერილიც მივაყოლე, თავზე ნუ გადამახევთ მეთქი.

პირველ სტროფებს რამდენიმე დღიანი გაჭედვა მოყვა, პარალელურად სასწრაფო წესით წავედი თელავში, რთველზე და 5 წლიანი დაძველების მქონე ღვინომ ჯოჯოხეთური პრიხოდი მოიტანა, კონტურები გამკვეთრდა გახურებული სუფრა მივატოვე და ნესტიან მარანში ჩავუჯექი ტექსტს.

21 სექტემბერს, ხუთშაბათს საღამოს ისევ მწვანე ტალღაში აღმოვჩნი, ჯოხაძეს და ყვავს აინტერესებდათ სრული ტექსტი, მაგრამ დემო ვერსიით მოუხდათ დაკმაყოფილება – სამსახურიდან რადიომდე გზაში ფლეშკა მივათესე და რაც ჩანთაში მეგდო ხელნაწერი, მხოლოდ ის წაიკითხეს, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა ოვაციებისთის, იმ დღესვე დაიწერა მისამღერი, რომელშიც ჩემი მხოლოდ ბოლო სტრიქონია, დანარჩენი ყვავამ და ჯოხაძემ გააკეთეს. მოგვიანებით დიმიტრი შემოგვიერთდა, ვიგრძენი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა, მაგრამ ამჯერადაც გადავრჩი, ტექსტი დიმიტრისაც მოეწონა. ის კი არა და we remember-ის მაიკა მომცა, ყვავს მარიაჟობის საშუალება მოესპო 😀 პარასკევს რა მოხდა კარგად არ მახსოვს, სიცხე მქონდა 40 გრადუსი. შაბათსაც სიცხე მქონდა, რის მიუხედავად მაინც ავედი ყვავას ბუდეში, სადაც მთელი ელიტა შეიკრიბა – კობა, ჯოხაძე, მიშა, Emkay…. გაგამ რატომღაც ბოდიში მოიხადა, ფორუმზე ტექსტი გავაკრიტიკეო. დღემდე არ მესმის რა იყო საბოდიშო – გაუკრიტიკებელი პროდუქტის ხომ “დედაც იქ ….”

კვირას უკვე ვოკალები და გიტარა ჩაიწერა, თუმცა ეს ცალკე, დიდი ამბავია, რომელზეც როგორც დიტოს დავპირდი ერთ გემრიელ სტატიას დავწერ 🙂

მოკლედ, სულ ეს არის 10 დღიანი ეპოპეის მოკლე ქრონიკა. მე ისევ სიცხე მაქვს, დაბოღმილი ხალხი ტექსტს ასხავს, ავტორს კი მძლავრად კიდია, რადგან საბოლოო პროდუქტი ზუსტად ისეთია, როგორიც მან 17 სექტემბერს მწვანე ტალღაში წარმოიდგინა.

P.S. გუშინ ღამე ერთმა დამირეკა, გავიგე ტექსტი დაგიწერიაო. კი დავწერე მეთქი. შენ დიდ მაყუთს აიღებდი წამო ხვალ გადავიჯვათო. მეთქი რა მაყუთი, რის მაყუთი. აბა ვირი ხარ უფასოდ იმუშავეო? უბრალოდ გამეცინა. ალბათ ძნელია აუხსნა სხვას, როგორი ბედნიერი ხარ, როცა პირადად გაიცნობ იმ ადამიანებს, რომელტა დაკრუული თუ ნამღერი, ყოველდღ ფლითავს შენ სულს, შენი გულის განუყოფელი ნაწილია და ძალაუნებურად გჯერა სიტყვების ART LONGA VITA BREVIS!!!

Advertisements

2 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. გვახსოვს, ბლიად!
    ჩვენ უნდა ვიომოთ!

  2. :2kiss:
    🙂

    მოვუსმინე როგორც იქნა, ითს გუუდ, ვერი გუუდ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: