ამბავი მეხსიერების მტვრიანი თაროდან

სექტემბერი 11, 2006, 12:28 PM | Posted in კატეგორიის გარეშე | 2 Comments

ეხლა, როცა მოწეულია თითქმის ნახევარი კოლოფი სიგარეტი და მეხსიერების ბნელ თაროზე შემოდებულ მოგონებებს მტვერი გადაეწმინდა, ერთი ამბის გახსენება მომინდა, რომელსაც არც შეფასებისთვის ვყვები და არც ფორუმელტაგან ბრძნული აზრების სადემონსტრაციოდ. უბრალოდ მაინტერესებს, სხვებსაც თუ ჰქონიათ იგივე შეგრძნება
მოკლედ, იყო ერთი გოგო, რომელსაც ძალიან ლამაზი სხეული და უფრო ლამაზი სახელი ჰქონდა და იყო ერთი პოხუისტი რომელსაც ეს გოგო უყვარდა? ალბათ უყვარდა, ან არც უყვარდა. ფაქტი კია რომ პოხუისტი პრაქტიკულად გოგოსთა იყო გადაბარგებული და როცა ეკიტხებოდნენ, შენი ვინ არისო, მოკლედ პასუხობდა – ჩემი გოგოა!
ჩემი ანუ მისი გოგო პოხუისტისგან არაფერს იტხოვდა, გარდა იმისა რომ მუდამ მასთან ყოფილიყო, ამისთვის გოგო პოხუისტის ყველა გამოხდომას იტანდა და არც დალევას უშლიდა ხოლმე.
დაახლოებით ექვსი თვის თავზე პოხუისტმა აღმოაჩინა, რომ ერთმანეთისთვის არცერთხელ არ უთქვამთ – მიყვარხარ. ამის შეგრძნება ძალიან სასიამოვნო იყო, ზუსტად ისეთივე სასიამოვნო, როგორიც გოგსთან ერთად ქუჩაში სეირნობა, თუმცა გასეირნებას ყოველთვის გაურკვეველი ნაღველი ახლდა თან, მერე ნაღველმა ფორმა შეიცვალა და შიშის ელფერი მიეცა. შიში კონკრეტული იყო, უფრო ზუსტად პოხუისტს იმის ეშინოდა, რომ გოგო ზღარპარია და დასრულდება.
გოგო ვაკეში ცხოვრობდა. მთელ ჭავჭავაძეს ჩაივლიდნენ ხოლმე ფეხით და უკვე მელიქიშვილის დასაწყისში, პოხუისტს უჩნდებოდა სურვილი გაქცეულიყო სადღაც ეშმაკებში, მოეძებნა მეზღაპრე და ეთხოვა, ზღაპრის მოყოლას დიდ ხანს ნუ დაამთავრებო. ერთხელაც ეს მეზრაპრე სიზმარში ნახა, რომელმაც უხერხული ღიმილით იმართლა თავი, მე დროის გაჩერება არ შემიძლიაო. ამის შემდეგ პოხუისტს მესაათის მოძებნა უნდოდა, რომ ეთხოვა დროის მექანიზმი ცოტა ნელ ბრუნზე გადაიყვანეო……

გოგომდეც და მერეც პოხუისტის ცხოვრებაში უამრავი გოგო იყო, რომლებთანაც სიყვარული, ვნება, ცინიზმი, გამორჩენის სურვილი, ერთი სიტყვით ყველაფერი აკავშირებდა. მათტან ერტად ქუჩაშიც უსეირნია და ჯოჯოხეთის ხეივნებშიც, მაგრამ აღარასდროს გაჩენია სურვილი მოეძებნა მესაათე ან მეზღაპრე……

Advertisements

2 Comments »

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

  1. ბრავო, დარაგოი, ბრავო!

    :იუზერ:

  2. რაღაც აღარ აქტიურობ შენს ბლოგზე, რატო მიატოვე, ცოდო არაა? 😦


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.
Entries and comments feeds.

%d bloggers like this: