მორჩა რემონტი

სექტემბერი 15, 2007, 8:14 PM | Posted in ბლოგის ამბები | 2 Comments

23 აგვისტოს ერთი წელი გახდა რაც ბლოგი არ დამილაგებია. კუთხეებში ობობებმა დაიბუდეს, შპალერი გაყვითლდა, ჭერი ჩამოინგრა. მიხედვა უნდოდა. ერთი კვირის წინ დიზაინერები მოვიწვიე, ვისმეჯელეთ რომელი დიზაინი მოუხდებოდა ჩემს სახლს. ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ მიმდინარე დიზაინი გამოგვეყენებინა, როგორც ყველაზე დახვეწილი,პროფესიონალური , ზედმეტი ელემენტებისგან თავისუფალი. დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ლოგოც გამოიცვლება. (ამჟამინდელი ლოგო ძველ დიზაინზე იყო გათვლილი).
გარდა დიზაინისა განახლდა სამეზობლო სია. წაიშალნენ ძველი მეზობლები, რომლებმაც დატოვეს ბლოგები და უმისამართოდ გაუჩინარდნენ. ესენი არიან: ”ციყვინეს სიზმრები”, ”შპილერას საჩაიე”, ”უძოლოს მუსიკალური მისტერიები”. სამაგიეროდ სამეზობლოს შემოემატა რამდენიმე საინტერესო ბლოგი, მათ ჩამოთვლას გარკვეული მიზეზების გამო არ დავიწყებ, უბრალოდ გაიხედეთ მარჯვნივ და სათითაოდ ყველა მეზობელთან შეიარეთ, დროს ტყუილად ნაღდად არ დაკარგავთ 🙂
ესეც ასე, სულ ეს არის 🙂

მე და ჩემი ბლოგი კვლავ ვსუნთქავთ, წინ მივიწევთ ცხოვრებაში, ერთდ გვტკივა, ერთდ გვიხარია, როცა მე ვარ მთვრალი ის მიჭერს შუბლს, როცა ის არის მთვრალი მე ვუჭერ შუბლს, ზოგჯერ ერთად ვთვრებით და მეზობლების ბლოგები მიგვათრევენ სახლამდე 🙂

პატივისცემით:
მროველი
მროველის ბლოგი

P.S. ახალი ჰედერიც დავამატე 🙂

ბიჭები

სექტემბერი 9, 2007, 10:44 PM | Posted in ლიტერატურა | 10 Comments

მოკლედ, ახალი ვეში. ცოტა მინიმალისტური, ცოტა უცენზურო, მაგრამ ნაღდი გულით გაკეთბული 😉

ბიჭები..
ბიჭები რა, ჩვენხელებს ცოლ-შვილი ყავთ, ჯიპებით დადიან, საღამოობით შარდენზე, კოელიოზე საუბრით იკმაკოყილებენ ინტელექტუალურ შიმშილს. ჩვენ კი, ბიჭები, ავტობუსებით მოყიალეები, კოელიოს ჩოილარზე გამკატავებლები, ბინძურ სასადილოებში მუცლის ამომყორავები, ვაკის პარკში წოწინკა შუშანას სადღეგრძელოს ფეხზე წამოდგომით ვსვავთ

– არ გეშინია?

– არა…არა..

– ხოდა შენი პირშიც შევეცი თუ არ გეშინია,

– რამე წყნარებს მოუსმენდა კაცი

– კრეკერი მომაწოდე ყვერო

– გესვრი დაიჭერ?

– გადმომაწოდეთ ბლინ

ხოდა ბიჭები…არც ცოლ-შვილი, არც მანქანა, არც ”11 წუთის” გარჩევა, მხოლოდ ლუდის ცარიელი ბოთლები, ბოლო ორი ღერი დაჭმუჭნულ კოლოფში, ”ზოიას დედა იქ მოვტყან” და სევდა უცნობ ჯარისკაცზე, ამ შობელძაღლმა უცბად ხელი არ ამოყოს და არ გვთხოვოს, ერთი მეც მომასმევინეთო.

– ბოლო ალბომი დაამუღამე?

– აი იმენა თესლი პორნო გრაინდია რა

– რას ხერხავენ?!

– ე, იქით გაიხედე

– არა, ნუ მაყურებინებთ

მაღაზიის განათებული ვიტრინა არყის ბოთლებითაა გამოტენილი. ბიჭები ოხრავენ, თვალებზე ხელს იფარებენ.

წლებით დამძიმებულ თბილისს, კუილის ვერ შემკავებელი მოხუცივით 11 საათზე ღრმად სძინავს. კანტიკუნტად თუ გაირბენენ მკრთალად განათებული ”მარუტკები”. უკანასკნელმა ავტობუსმა ჩაიარა. ბიჭებმა რაღაც მოიმიზეზეს და არ გაყვნენ, რა არის ერთმანეთთან დაშორება არ უნდათ. ხვალ ხომ ორშაბათია, გინდა არ გინდა ”დიდი ბიჭების” სამყაროში მოგიწევს დაკარგვა, თავს მოგაბეზრებს სამსახური,ტვინს წაიღებენ ”წარმატებული თანამშომლები” მოგონებებით შარდენსა და ბეილისზე.

”ზოიას დედა რომ მოვტყან, როდის მოვა პარასკევი, ბიჭებმა პატარა, რაღაც რომ იმას ვქნათ”

ამბობენ, ლოთები არიანო, მარხვას არ ინახავენო. ქაჯები, რეზერვისტობა უხარიათო.

არადა უბრალოდ ბიჭები არიან, იროკეზით, ”დისაიდისა” თუ უბრალო ზოლიანი მაისურებით.

სიბნელეში რომ ნახო, იქნებ ვერც მიხვდე ვინ მოდიან, ლაპარაკს მოუსმინე და მიხვდები, ბაღში რომ ბიჭობაზე ოცნებობდი, ზუსტად იმ ბიჭობის აჩრდილები არიან წლებით დამძიმებული თბილისის ქუჩებში დაკარგულები

სულის შემძვრელი 7 Seconds

სექტემბერი 9, 2007, 2:46 AM | Posted in ვიდეო-ები | დატოვე კომენტარი

ვფიქრობ, ბევრს გექნებათ მოსმენილი ეს სიმღერა, ვინძლო ბევრს ძალიანაც გიყვართ 🙂 ამ მწკლარტე ღამეს (02:58) ალბათ მეთხუთმეტედ ვუსმენ.

სასაცილოა, დემოკრატიულ მსოფლიოს რაში უნდა სჭირდებოდეს ასეთი სულის შემძვრელი ანტირასისტული ჰიმნები?! ფაქტია რომ სჭირდება, თან ძალიან, ეს გატყლაშუნებასავითაა, მაგრამ რა, მიდი უტყლაშუნე, რაც XVIII საუკუნეში სტკიოდა მსოფლიოს ერთ ნაწილს, იგივე სტკივა XXI საუკუნეში, ამ ხნის მანძილზე უამრავჯერ აჭამეს მწარე ალიყური კაცობრიობის რასისტ ნაწილს, ქედს ვიხრი მათ წინაშე, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ამაოდ გაისარჯნენ. ამაოდ გაისარჯნენ თუნდაც იმიტომ რომ 1992 წელს გამოდის ცნობილი სენეგალელი მომღერლის Youssou N’Dour და Neneh Cherry ერთობლივი სინგლი 7 second, როგორც უკვე ვთქვი სულის შემძვრელი ანტირასისტული ჰიმნი. კლიპიც არანაკლებ შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გექნებათ ნანახი, ეხლა შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ნახოთ და როგორც Youssou N’Dour-მა განაცხადა ერთ ინტერვიუში, პატივი მიაგოთ რასიზმის ნიადაგზე დაღუპულ მცირეწლოვან შავკანიან ბავშვებს.

ეს ტექსტის ყველაზე მძიმე მონაკვეთი:

Roughneck and rudeness,
We should be using, on the ones who practice wicked charms
For the sword and the stone
Bad to the bone
Battle is not over
Even when it’s won

And when a child is born into this world
It has no concept
Of the tone the skin is living in
It’s not a second
7 seconds away

Just as long as I stay
I’ll be waiting
It’s not a second
7 seconds away
Just as long as I stay
I’ll be waiting

P.S. ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ სიმღერის ალტერნატიული ვერსია Youssou N’Dour feat Dido (Live) [imho მამა შესრულებაა]

ხომ ვთქვი გაბლატავდებიან მეთქი….

სექტემბერი 9, 2007, 1:45 AM | Posted in უკატეგორიო | 3 Comments

არა რა ბლინ, არა-ფე-რი გვეშველება. არ გვეშველება იმიტომ რომ გენეტიკურად გვაქვს დანძრეული. რაშია ეხლა საქმე, რამდენიმე პოსტით ქვემოთ ხომ დავწერე, მაგათ თუ რამეს მიაღწიეს, მოგვიტყნავენ საკუარს მეთქი, ხოდა გამართლდა ჩემი ვარაუდი, მიაღწიეს ”რაღაცას” და ხმის ამოღება ეზარებათ. არადა რა სახე გაბადრული ლეღვივით ვეტაკე, ხოლო ორ ზუსტად ორ წუთში ზუსტად ასეთი ტიპი ვიყავი

საღოლ ბიჭებო, ყველაფერი ასე იწყება, ხვალ რომ სადმე შეგხვდებით, თქვენამდე დაცვა არ მომიშვებს. ზეგ МSN-ის ID-ებს გაასაიდუმლოებთ, მაზეგ რა მოხდება ხ.ე.ზ.

ტფუი ბლინ….ტფუი…ტფუი…. პირი ყავის და სიგარეტის გემოთი მაქვს აქოთებული, გულში კი მძღრენში ჩამხრჩვალ იმედებს ასაფლავებენ….. კიდევ ერთხელ ტფუი…

წევედი მე. აბა ბოშო :))

სექტემბერი 3, 2007, 1:36 AM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

წავეი მე სოფელში ორი-სამი დღით. აბა შენ იცი, ჭკუით იყავი, უცხო არავინ შეგაწუხებს და ნაცნობი რომ მოვა საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში რომ არაყი მაქვს ის დაალევინე, ვინიცოობა, აწრიპინდა, არაყს არა ვსვაო,   სახეში შეასხი და მე დამაბრალე 🙂

შენც წაგიყვანდი, მაგრამ ვიცი აქაურობას ვერ ტოვებ, მეც არ მინდა რომ მარტო დაგტოვო, მაგრამ რას იზამ რა, ორი დღე გაუძელი, მე ეხლა ტვინი თუ არ გავაანიავე ახალი ჰაერით, მერე მძლავრად დამერხევა 🙂

მოკლედ დროებით აბა 🙂

უკვე გაბლატავდნენ…..

სექტემბერი 1, 2007, 5:44 PM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

ჯერ ეხლა რა დღეში არიან. მართლა რამეს რომ მიაღწიონ ხომ მოგვიტყნეს საკუარი თავიანთი პიროვნული ღირსებებით

ღმერთო შენ გვიშველე….!!!

ნერვი…..

სექტემბერი 1, 2007, 12:13 AM | Posted in უკატეგორიო | 6 Comments

რა არის ნერვი…..დედა მოტყნული პატარა გველუკების მსგავსი სხეულები, რომლებიც მთელ სხეულს არიან მოდებული და გვმართავენ. გვმართავენ ბლინ….ვინ გვმართავს, დედა მოტყნული გველუკების მსგავსი სხეულები?! აბა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა აჯობოსო, ვნებები დაიმორჩილოსო, ესაო ისაო? ჩემ ყლეს დაიმორჩილებ ამიგო მიო, იმიტომ რომ ნერვებს ვერასდროს ვაჯობებთ.შეყავი თითი ”შტეფცელში”, ნერვები მაშინვე ტვინსშეატყობინებენ, ძმაო ტვინ, ჩვენი პატრონი სულ გამოყლევდა, ვუშველოთ რამე! ტვინიც საკადრის პასუხს გასცემს, მე რას მიყურებთ თქვე ჩემა, ნერვები თქვენ ხართ თუ მე? ხო კაი კაი, ნუ ილანძღები ბლინ, აბუზღუნდებიან ნერვები და შენი ნების საწიინაღმდეგოდ, თითს უკან გამოგაწევინებენ. ანუ რა გამოდის, ადამიანს საკუთარ გემოზე თითიც ვერ დაგიწვია. რა თქმა, უნდა ოდესმე შეიძლება მიაღწიო ისეთ დონეს, რომ 220 ვოლტს კი არა ტრანსფორმატორის ძაბვას გაუძლო, მაგრამ ამით რა? იქნები ერთი სირი რომელიც ათასობით ვოლტს უძლებს. ჰა, ჰა, გაგიმართლოს და ”გინესის რეკორდების წიგნში” შეგიყვანონ.
მოკლედ ნერვები გვხმარობენ. როგორც კი დაიღლებიან და აღარ მოუნდებათ ჩვენი ხმარება, დაახლოებით სამი დღის შემდეგ ოთხი კაცი გაგვიდებს მხარზე და ჰაიდა სასაფლაოსკენ.
როგორც ადამიანს, პიროვნებას, არ მიჩნდება პროტესტი რომ ვარ დამოკიდებული ნიკოტინზე, ალკოჰოლზე, გარკვეული ჟანრის მუსიკის სმენაზე, იმიტომ რომ სამივე მათგანი მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ უკვე იმის გაცნობიერება, რომ მე ნერვების გროვაზე ვარ დამოკიდებული, ჩემში პიროვნულ პროტესტს იწვევს. რატომ არ უნდა შემეძლოს ვუბრძანო ნერვს, ძმაო ნერვო, მე მისწორდება 220 ვოლტის შეგრძნება სხეულში და მოდი დააყე რა ერთი ადგილი, მაცალე კაიფი. თეორიულად შესაძლებელია ცოტა ხანს გაუძლო 220 ვოლტს, მაგრამ ეს იქნება ფართხალი დაუძლეველი ძალის წინააღმდეგ.
და ამ ყველაფრის მერე, მიჩნდება ძალიან მარტივი კითხვა: ვინ ვარ, დამოუკიდებელი ადამიანი,პირადი ვნებებით, სურვილებითა და მისწრაფებებით სავსე, თუ ნერვების გროვის მონა? ამჯამად ჩემი პასუხია – ნერვების გროვის მონა! მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ შენს ვნებებს, სურვილებს, მისწრაფებებს შენს მაგივრად ნერვები მართავენ? ჩემი აზრით არანაირი……კი, ბატონნო, შევიგრძენი, რომ აზრი არა აქვს. სრულყოფილი ადამიანი რომ ვიყო, ეხლავე დავასრულებდი სიცოცხლეს, მაგრამ ნერვებმა უკვე გადასცეს ტვინს, ეი, ტვინ, ჩვენმა პატრონმა ისევ გაჭედა. ტვინმა მოქმედების ნება მისცა და ნერვები ყველაფერს გააკეთბენ რომ მე ბრიტვა არ ავიღო ხელში, ან თავი არ გავყო ყულფში…არადა თეორიულად ჩვენ ყველანი, სრულყოფილი, თავისუფალი არჩევანის მქონე არსებები ვართ.
ტფუი ბლინ!!!

პოსტვა ტრუსების ამარა…

აგვისტო 27, 2007, 1:55 PM | Posted in უკატეგორიო | 2 Comments

დნცკ….დნცკ….დნცკ..დნცკ..დნცკ…დნცკ….ვცეკვავთ ყველკანი ტრუსების ამარა. გურამ, შენი ხმა არ მესმის…ნატუკა, გაიხადე ლიფი, ნუ გერიდება ყველანი ახლობლები ვართ….აუუუ……. წამპალი ტრანსი უნდა იკვრება,  DJ ჩრდილოეთ მარსის დამოუკიდებელი მიწებიდან არის მოწვეული სფეიშალ ინვაითით.
მეორე-მესამე ბოთლი არყის მერე პლანს  ”მოძოვ” და პლანეტებ არეული გზად შემხვედრ პირველივე  წყვილ ძუძუში  ჩარგავ თავს, უცბად აღმოაჩენ რომ ძუძუ მუწუკიანია, ხოლო ხელი რომლითაც თავზე გეფერებიან საშინლად ლორწოიანი. რაღა დაგრჩენია გარდა იმისა რომ წამოხტე და საკუთარ თავს აგინო ყველა უცხოპლანეტელს მე როგორ უნდა გადავეყაროოო……სადღაც დასასრულისკენ ოთახში მუხლებმდე ფოხანის ამარა ამბაკო ბიძია  შემოვა , Dj-პულტთან მიფოფხდება და  მარჯვენა ხელის საჩვენებლ თით აღმართული ორი წუთით ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ სათქმელი დაავიწყდება და ხელის ჩაქნევით დატოვებს ოთახს……ცოტა ხანში შენც წამოხვალ. გაჩერებაზე ექვს ფეხიანი მუტანტი მეგობრულად მოგესალმება, გკითხავს,ზემო ვოლასკენ რა ნომერი ”რაკუტკა” მიდის,  არა, ძმაო, არ ვიცი, უპასუხებ ა ცხოვრებაში ერთადერთხელ მოგენატრება დედამიწელის ნახვა, მაგრამ ქალაქის მტავარ მოედანზე ელექტრო საათზე ეწერება რომ უკვე 03:34 სათია. ასეთ დროს კი დედამიწელებს გარეთ გამოსვლის უფლება არა აქვთ

რაო მროველჩეგ…?

აგვისტო 15, 2007, 6:33 AM | Posted in უკატეგორიო | 2 Comments

რაო მროველჩეგ, რატომ ზიხარ ასე უხასიათოდ, პირში ფანქარი გაგიჩრია და ბეჭდვაც კი გეზარება. ხომ არ დაგაფრთხო კიდევ ერთი ნათესავის გასვლამ გაღმა,ჰადესის მინდვრებზე? პივისგან გათიშული, თავბუდანხვევ კოშმარებს ხედავდი, ცივი ოფლი გასხავდა, გაღვიძებდა გინდოდა, მაგრამ გამღვიძებელი არავინ იყო, ამ დროს გითხრეს რომ მილერი მოკვდა. შემდეგ მთელი გზა, სახლიდან 9-ე საავადმყოფომდე, ფიქრობდი, რატომ შეგეცოდა ის ადამიანი, რომელიც მამაშენზე დიდია, არც განსაკუთრებული სითბო გამოუხატავს შენდამი….აბა რა ხდება? სისხლი გაგვითბა და შებრალება ვისწავლეთ? არ ვიცი. ფაქტია, მორგიდან რომ ამოასვენეს, საკაცეზე ისე ესვენა, როგორც ნაღდი კაცები წვანან, რომლებმაც ცხოვრება არაყში ჩაახრჩვეს, ორი ქალის სიყვარული მოასწრეს და წასვლამდე გვერდში დგომის ცოცხალი მაგალითი მაჩვენეს……ერთი სიტყვით, მშვიდობით, შენ იქ წახვედი, საითკენაც ყოველდღე დიდ-დიდ ნაბიჯებს ვდგავ

დედას ვუყვარვართ შვილები…..

ივლისი 20, 2007, 6:47 PM | Posted in უკატეგორიო | 1 კომენტარი

 ეს ისე უბრალოდ

კარგი ლექსია

”დედას ვუყვარვართ შვილები,

დედა არ გვახსოვს შვილებსა,

და მიტომ წუთისსოფელი

გვტანჯავს და გვაცოდვილებსა”

« წინა გვერდიშემდეგი გვერდი »

Blog at WordPress.com.
Entries და კომენტარები feeds.