PHOTOSTORY #1
December 24, 2006 at 2:44 pm | Posted in photostory | 2 Commentsდღეიდან ვიწყებ ახალ რუბრიკას PHOTOSTORY, სადაც ერთი ან რამდენიმე ფოტოს ისტორიას მოვყვები ხოლმე. სად გადავიღე, რატომ და ასე შემდეგ
ესე იგი ეს ფოტო გადაღებულია დაახლოებით ერთი თვის წინ. უნივერსიტეტში საღამოს სემინარი მქონდა და რომ გამოვდიოდი კარებთან გეგა და ყვავა შემეჩეხნენ. შენთან მოვედითო. მოვიდნენ რა, რარიტეტულ ლიტერატურაზე კი არ ვაპირებდით საუბარს, ცოტა დალევა გვინდოდა. არაყი ყვავას ჰქონდა, სამაგიეროდ საჭმელი არ იყო. ცხელი ხაჭაპურის ძებნაში მრგვალ ბაღთან ამოვყავით თავი, თითო ცხელი ფენოვანი ჩავიფინეთ და იქვე გადავწყვიტეთ შოსთან აგვევლო. რომ ავედით იქ თიკო დაგვხვდა. არაყი აღარ დაგვილევია, რატომღაც გადაგვიარა, სამაგიეროდ თიკოს დაჟინებული თხოვნით საბილიარდოში წავედით. ფული რახან ცოტა გვქონდა შედარებით იაფფასიანი საბილიარდოთი მოგვიწია დაკმაყოფილება. წყვილებში ვითამაშეთ, ჯერ მე და თიკო ვიყვით, მერე მე და შო. გეგამ ერთი თქვენიცო და მაყურებლობა არჩია, თან ცოტა არ იყოს და დასპირტული იყო და ერთ ბურთს რამდენიმედ ხედავდა.
მოკლედ, ერთი საათი ვითამაშეთ, მერე კი დავიშალეთ. მე და გეგა ერთად წამოვედით, შო და თიკო ერთად, ყვავა კი მარტო აუყვა სახლისკენ მიმავალ გზას 
Blog at WordPress.com. | Theme: Pool by Borja Fernandez.
Entries and comments feeds.



