მორჩა რემონტი

September 15, 2007 at 8:14 pm | Posted in ბლოგის ამბები | 2 Comments

23 აგვისტოს ერთი წელი გახდა რაც ბლოგი არ დამილაგებია. კუთხეებში ობობებმა დაიბუდეს, შპალერი გაყვითლდა, ჭერი ჩამოინგრა. მიხედვა უნდოდა. ერთი კვირის წინ დიზაინერები მოვიწვიე, ვისმეჯელეთ რომელი დიზაინი მოუხდებოდა ჩემს სახლს. ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ მიმდინარე დიზაინი გამოგვეყენებინა, როგორც ყველაზე დახვეწილი,პროფესიონალური , ზედმეტი ელემენტებისგან თავისუფალი. დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ლოგოც გამოიცვლება. (ამჟამინდელი ლოგო ძველ დიზაინზე იყო გათვლილი).
გარდა დიზაინისა განახლდა სამეზობლო სია. წაიშალნენ ძველი მეზობლები, რომლებმაც დატოვეს ბლოგები და უმისამართოდ გაუჩინარდნენ. ესენი არიან: ”ციყვინეს სიზმრები”, ”შპილერას საჩაიე”, ”უძოლოს მუსიკალური მისტერიები”. სამაგიეროდ სამეზობლოს შემოემატა რამდენიმე საინტერესო ბლოგი, მათ ჩამოთვლას გარკვეული მიზეზების გამო არ დავიწყებ, უბრალოდ გაიხედეთ მარჯვნივ და სათითაოდ ყველა მეზობელთან შეიარეთ, დროს ტყუილად ნაღდად არ დაკარგავთ :)
ესეც ასე, სულ ეს არის :)

მე და ჩემი ბლოგი კვლავ ვსუნთქავთ, წინ მივიწევთ ცხოვრებაში, ერთდ გვტკივა, ერთდ გვიხარია, როცა მე ვარ მთვრალი ის მიჭერს შუბლს, როცა ის არის მთვრალი მე ვუჭერ შუბლს, ზოგჯერ ერთად ვთვრებით და მეზობლების ბლოგები მიგვათრევენ სახლამდე :)

პატივისცემით:
მროველი
მროველის ბლოგი

P.S. ახალი ჰედერიც დავამატე :)

Blog at WordPress.com. | Theme: Pool by Borja Fernandez.
Entries and comments feeds.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.