ტრიგანი, როგორც ასეთი
April 25, 2007 at 9:43 pm | Posted in Uncategorized | 7 Commentsმორიგი ემბიენტ ვეში
………
თბილისის აფთიაქებში დღესდღეობით ეს პრეპარატი დეფიციტურია
ლამაზი აფთიაქარი გოგოები ტრიგანის ხსენებისას ირონიულად იღიმიან
შემჩნეული აქვთ, თუ იყიდიან ტრიგანს, იგივე პირი მეორე დღეს დიდი რაოდენობით ციტრამონს ყიდულობს
ადამიანები ჩრდილებად იქცევიან, რომლებიც შენში დაფარფატებენ
სიგარეტი გემოს კარგავს, სამაგიეროდ ყველაზე სუფთა ჰაერიც კი წითელ თესლიანი პლანივით სასიამოვნოა
არტ კაფეში ვისხედით
ჩემ ძმაკაცს ვიღაც “ჯაან ხელოვანი” გოგჩოს ძუძუებზე თვალები მიეყინა. ჩემი ძმაკაცი ლოთი, მეტალისტი, პოხუისტი, ყველაფრის შემფურთხებელი, ანუ მისაბაძი ადამიანია. ხელოვანჩოებს ერთი ღამისთვის ევასებათ მისნაირი ტიპები. მასთან გატარებული ღამე მდიდარი მასალაა იგივე არტ კაფეში დაქალებთან საჭორაოდ.
ზურგით ვზივარ.
მე ვერ ვხედავ ძუძუებს
ჩემ ძმაკაცს თვალები უფართოვდება.
გოგო სულ უფროდაუფრო დაბლა ექაჩება ამოღებულ მაისურს.
სიგარეტი გათავდა. ჯიბეებს ვიჩხრიკავთ. ერთი გალუაზი მოგვივა. ძმაკაცი სიგარეტზე გადის, მე გოგოსკენ ვტრიალდები. შეიძლება მისვლა, გამოლაპარაკება. თავს ვერ ვწევ. თავში ცხოვრებასავით უაზრო მოგონებები მწკრივდებიან, რიგრიგობით მოდიან, მესალმებიან, ხელს მართმევენ.
ოფიციანტს ვანიშნებ, კიდევ ორი ყავა მეთქი.
ძმაკაცი არ ჩანს. ყავას ოხშივარი ასდის. მე და ორი კაცისთვის მოტანილი ყავა. როგორ გავს ეს ყველაფერი პატარა დემონს, რომელიც წვიმიან ამინდებში მახსენებს თავს. ერტდაეერთი ტბილი მოგონება. მინდა ეს მოგონება თბილისშიც ვიპოვნო.
ჯიბეში კიდევ ერთ აბს ვეძებ. დალევ, დაიკარგები. ისედაც დაკარგული ვარ
აკვიატებული სახეები
აკვიატებული ფრაზები
აკვიატებული ლექსი
ვერ დდავწერე ლონდონზე, ვერ დავწერე ჩემ დაზე, ვერ დავწერე ვერც ერთ ადამიანზე, რომელიც ყოვეთვის ორ ლუდს უკვეთავდა, ფარფლების ქავერებს უსმენდა და ჩრდილეოთ ლონდონის ბინძურ ქუჩებში არეული ნაბიჯით დადიოდა.
ვერ დავწერე ვერა!!
რაღაც, ან ვიღაც მჭირდება, მაგრამ მე მხოლოდ დაკარგული ვარ…..დაკარგული ადამიანები ტრიგანის ჩრდილებში იძიებიან, ძმაკაცის მოტანილ გალუაზს ვეწევი
- უნდა დავწერო
- უნდა დაწერო – მეუბნება ძმაკაცი
- უნდა დაწერო – იმეორებენ ჩრდილები
- დავწერ
დაწერ. აუცილებლად დაწერ, მაგრამ მანამდე ჯერ ვინმემ უნდა მოგწეროს. მაშინდელივით, როცა მოგწერეს და გითხრეს რომ…… რა მითხრეს მნიშვნელობა არა აქვს. ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
- წავიდეთ რა
- ვიყოთ ცოტა ხანს
- წავიდეთ
- წავიდეთ
ქალაქში წვიმს. ლამპიონები სიმყუდროვეს მატებენ სველ მოსასხამში გახვეულ ქუჩებბს.
უიმედოდ ამოწმებ ფოსტას, ყველა ყუთს, ყველა საქარალდეს. გინდა ვიღაც იპოვნო, ვიღაცის სახელის დანახვამ სული გაგითბოს….. მერე გახსენდება, რომ შენ დაკარგული ხარ….
“უნდა დაწერო”
“დავწერ”
“დაწერ მანამდე კი უნდა იპოვნო, ან გიპოვნონ”
მონიტორი უიმედოდ ციმციმებს.
ხვალ ახალი დღე გათენდება.
ვიპოვნი?
მიპოვნიან?
იმედები და მოლოდინი ერთმანეთს ეხლართება.
მაგრამ არავინც იცის რისი იმედი მაქვს, ან რას ველი
მაინც ველი
7 Comments »
RSS feed for comments on this post. TrackBack URI
Leave a Reply
Blog at WordPress.com. | Theme: Pool by Borja Fernandez.
Entries and comments feeds.




უხხხ!
მიყვარს შენი ბლოგები… :user:
Comment by miramax— April 25, 2007 #
ეჰჰ…
ისე, აქ უნდა მოგეხდინა პრეზენტაცია…
Comment by bigcrow— April 25, 2007 #
bigcrow
ra ici ro vpiqrobt?
Comment by ბაშარული— August 25, 2010 #
მადლობთ რომ არსებობთ
Comment by mroveli— April 26, 2007 #
არაფრის…
;დ
Comment by bigcrow— April 29, 2007 #
Triganii Ddd Ddd Triganii Ddd : D
Comment by Ruru— March 19, 2011 #
Tu magis daweris tavi gonda Yochag : ))
me Mesame dgea vixseneb im games ra Xdeboda 15 Tabletis Shemdegh
Comment by bunyy— December 15, 2011 #