REX ETERNUM

December 31, 2009 at 10:11 pm | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 1 Comment

ვამბობდი ჩემ პირველ ბლოგზე პოსტვას მაშინ განვაახლებ როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება მეთქი. დროთა განმავლობაში “ყველაფერი უკეთესის” მნიშვნელობა იცვლებოდა, თითქოს იმას ვღებულობდი რაც მჭირდებოდა, მაგრამ ერთი მნშვნელოვანი დეტალი ყოველთვის აკლდა. დღეს კი თამამად შემიძლია დავუბრუნდე “მროველის სახლს”, ყველაზე ეპიკურად პირქუშ სახლს სახლთა შორის.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი წელი მომემატა. სად და როგორ გავატარე იმის აღწერას აზრი არ აქვს. კარგი, ძალიან უბრალოდ გავატარე, მაგრამ დღის ბოლოს დამრჩა შეგრძნება რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მუღამიც ეს არის, თურმე ყველაფერი კარგი მაინცდამაინც ეპიკურს არ ნიშნავს. ეპიკურ ვარიანტში ჯერ  Jedi Mind Trick-ის კონცერტზე წავიდოდი, საღამოს GZA-სთან ერთად თანამედროვე ამერიკული პოეზიის ტენდეციებზე ვისაუბრებდი და ბრუკლინელი ძმაკაცის ნაჩუქარ მარიხუანას მოვწევდი, მაგრამ არც JMT და არც GZA, მხოლოდ სამსახური და ადგილი, სადაც ისე მომეწონა, [უახლოესმა] ძმაკაცებმა რომ დამირეკეს და მკითხეს როდის მოიცლიო სრული გულწრფელობით ვუპასუხე, “იმედია კიდევ დიდხანს ვერ მოვიცლი”.  სწორედ ეს არის “უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება” და რა თქმა უნდა ოცნების სამსახური, რომელიც არსაიდან გამოჩნდა.

სულ ეს არის. 2009 წლის 31 დეკემბერი მინდოდა მომენიშნა როგორც გარდატეხის წერტილი. პერიოდი, როცა ხვდები რომ ცხოვრებაში მართლა ყველაფერი იცვლება და ხშირად უკეთესობისკენ. მართალია, სამსახურში ჯერ მხოლოდ სამ თვიანი კონტრაქტი მაქვს და “იქ, საიდანაც წამოსვლა დიდხანს არ მინდოდა” მხოლოდ ერთხელ ვიყავი და შეიძლება აღარასდროს მივიდე, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, თუნდაც რამდენიმე საათით / დღით / კვირით რომ შეიგრძნო – რა არის უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება.

პროექტისათვის ”არტ – იდეა” (ყველაფერი ჩემს შესახებ)

April 2, 2008 at 1:18 am | Posted in ლიტერატურა, My Stuff | 4 Comments

სულ რამდენიმე დღეა, ერთი შემოქმედი და გონება გახსნილი ადამიანის მონდომებით დაიწყო პროექტი Artidea. პროექტის შინაარსი მარტივია, კვირაში ერთხელ გამოცხადდება რაიმე თემა, რომლის გარშემოც უნდა გაკეთდეს კრეატივი. მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს მოთხრობა თუ ციფრული არტი.
ამჟამად გამოცხადებულია პირველი თემა, ”ყველაფერი ჩემს შესახებ”. საკმაოდ გუნნება გახსნილი ხალხის კრეატივის გვერდით გადავწყვიტე ჩემი პატარა ვეშიც შემეკვეხებინა, რომლის ასლიც ქვემოთ არის მოცემული.
რა თქმა უნდა პორექტს ყველას შეუძლია შემოუერთდეს, რისთვისაც საჭიროა, მარტივად ეწვიოთ გვერდს artidea.wordpress.com და წაიკიტხოთ სულ პირველი პოსტი :)

Drugs, More Drugs

“ოოოი დიადნო ღმერთებო, მოდით და წამიყვანეთ თვენთან
ოიიიი წმინდანნოოო გადამაფარეთ თქვენი კალთა და მარქვით სახელი თვენი
ოიიიიი…”

- ოე, ოე, საკმარისია, შემდეგი
გოგონა მსახიობური ამბიციებით სცენიდან სისველის პირას მისული თვალებით გაიძურწა და ადგილი გრძელთმიან ბიჭს დაუთმო.
”შენი დიმა ბილანი დედას შევეცი”
– ხო აბა, რას შემოგვთავაზებ?
– ლექსს წავიკითხავ
კანდიტატების სიას ჩავხედე – ნომერი 12, გიკუნა ცაბაძე, იუპიტერელის ლექსი
– უკაცრავად ვის ლექსს კითხულობ?
– მამაილა იუპიტერელის, ალბათ გაგიგიათ, თაგვისფერი მარშუტკის ორდენის წევრია
– დაიწყე, გისმენ ყურადღებით
– ჰყყყყ
ჰჰჰაჰჰჰჰაჰჰჰჰ
მუშყიურ ჰამბყ, უბსუნყ
თრთოლვა
– სულ ეს იყო?
– აბა რააა….ავანგარდული პოეზია უარყოფს გრძნობების ვრცლად გადმოცემას
– კეთილი, შემდეგი
სიაში 58 კაცია. რამ ატეხა ეს ეკონომისტები, იურისტები, ფილოლოგები, ანთროპოლოგები და სოციოლოგები მსახიობობაზე ვერ გამიგია, მაგრამ სანამ ამ რთულ ფენომენს ჩავწვდები, ჯერ ის უნდა გავიგო, რატომ ვზივარ სააქტო დარბაზში ღვაწლმოსილი რეჟისორის სახით და სწორ ნაწლავში მოწოლილი განავლის სისწრაფით ვისტუმრებ ვინ იცის, რაოდენ ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე ხომ რეჟისურის აზრზე არ ვარ, სამაგიეროდ მაქვს ბლანჟე და ჭკვიანური გამომეტყველება და კიდევ უნარი, მთვრალმა ათასი სისულელე ვილაპარაკო.
გუშინწინაც ენის ფხანვის მორიგი სეანსი მქონდა, სადღაც, ჰალსტუხიანი პინგვინების სუფრაზე, 500 გრამამდე არყის მიღების შემდეგ ერთობ მოკლე კაბაში გამოწყობილი 25 წლამდე გოგონა ცარიელ ოთახში გავიმარტოხელე და საქმისთვის მზადებას ჩემებური მეთოდით შევუდექი. შედეგად სანამ მე ლიფში ჩაკარგულ ძუძუებს დავეძებდი, გოგონა მზაკვრულ გეგმებს აწყობდა.
დილით, ასე თერთმეტ საათზე მობილურის გრაინდკორული ზარით შფოთიანი სიზმრები დამიფრთხა. გოგონამ, ერთობ მოკლე კაბაში და როგორც აღმოჩნდა, ნაზი ხმის პატრონმა შემომთავაზა, ორ საათზე სადმე მყუდრო გარემოში ვისადილოთო. ჯერ უყოყმანო თანხმობა განვუცხადე, შემდეგ ჯიბეები მოვიჩხრიკე, საჭირო კაპიტალს მოვუყარე თავი პირველ საათამდე ამაოდ ვცდილობდი გამეხსენებინა რა ჯანდაბა ვიყბედე გუშინ, ჯერ პინგვინებთან, შემდეგ ჩაბნელებულ ოთახში.
სახლიდან ორის ნახევრისთვის გავედი. დიდებული დღე იყო, მანქანები თითქოს გზას მითმობდნენ, შუქნიშნებზე ჩემი გამოჩენისთანავე წითელი ინთებოდა, გამვლელები მიცინოდნენ, სიგარეტის გამყიდველმა 20 თეთრიანი სანთებელა მაჩუქა. კაფეც ასატანად სნობური აღმოჩნდა, თუმცა გოგონას რომ მოვკარი თვალი, ყველაფერი გაუფერულდა, მისმა შავ ჩარჩოიანი სათვალეების მიღმა მომზირალმა თვალებმა მიმიზიდა და გამომათაყვანა.
გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ გეძინა, დღე როგორ მიდის, საერთოდ რას საქმიანობ….და….
– პატივს ვცემ თქვენისთანა წარმატებულ ადამიანებს, გეტყობათ რომ ევროპული განათლება გაქვთ
…წმინდანებო!!! საბურთალოს ერთერთ სადარბაზოში გახსნილი უნივერსიტეტის(!) ნაყიდი დიპლომი, როდის მერე გახდა ევროპული განათლების სინონიმი?! დამცინიან!

- დამცინით?
– გასაგებია, რომ თქვენ უფრო ღრმა განათლების მიღება გსურთ, მაგრამ ამ ეტაპზე არც ბერნის სარეჟისორო სკოლაა ურიგო
”ბერნი, ბერნი, სად ჯანდაბაშია ბერნი? მოგიტყან დამაარსებელი…ოპ, შვეიცარიაშია..არა, შვედეთში, მგონი ვაბშე დანიაშია…დანია შევიცარია რამ გაყო, ორივე სკანდინავიაა რა”
– ამჟამად რომელიმე თეატრში მუშაობთ?
– არა – ყავა რა უგემური ყოფილა და ეს გოგოც ელამია
– დარწმუნებული ვარ ნებისმიერი დამოუკიდებელი თეატრი სიამოვნებით ითანამშრომლებდა თქვენთან
”გოგონი, მკერდი რა უყავი ბლიად”
– იცით, თქვენთან პატარა თხოვნა მაქვს
– გისმენთ
– ჩვენს უნივერსიტეტში თეატრალური დასის ჩამოყალიბებას ვაპირებთ, რა თქმა უნდა ვერ გავბედავთ და სპექტაკლის დადგმას ვერ გთხოვთ, მხოლოდ გვინდა რომ ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევაში დაგვეხმაროთ
– თქვენ…თქვენ იქ,,,?
– რექტორის სამდივნოს უფროსი ვარ
პირველმა გაბრაზებამ გამიარა. მხნეობისთვის ჩარტყმული 100 გრამიც სასიამოვნოღ მიღიტინებს გოგრაში
– ახმ..რა თქმა უნდა დაგეხმარებით, თქვენ კასტინგი დანიშნეთ, დარბაზი შეარჩიეთ და აუცილებლად მოვალ, ერთი-ორი საათს თქვენი თხოვნით ნებისმიერ დროს გამოვძებნი – თვალები ძველებურად მიჟუჟუნებს. არც ისე ელამია კაცმა რომ თქვას, მკერდიც ნორმალური აქვს რა
Continue Reading პროექტისათვის ”არტ – იდეა” (ყველაფერი ჩემს შესახებ)…

გადახაზული მისამართები

February 26, 2008 at 12:54 am | Posted in ლიტერატურა, My Stuff | 3 Comments

ყველას გექნებათ წაკითხული მარკესის მოთხრობა ”პოლკოვნიკს არავინ სწერს”. ამბავი პოლკოვნიკზე, რომელიც ყოველ კვირა დღეს გადიოდა პორტში საფოსტო გემის დასახვედრად, რა არის, იქნებ დედაქალაქიდან პენსიის დანიშვნის ცნობა ჩამოვლოდა.
მოთხრობა რომ წავიკითხე პატარა ვიყავი, ასე 13-15 წლის. პირველი გავიფიქრე, კარგი სამსახური უნდა ვიშოვნო მეთქი, მერე ცოლის მოყვანის აუცილებლობას მივხვდი, ბოლოს ბებია-ბაბუებზე დავფიქრდი და გული ცოტა არ იყოს სიამაყით ამევსო, არც დედის მხარეს, არც მამის მხარეს, ბებია-ბაბუას დაგვიანებულ პენსიაზე დარდი არ აწუხებდათ, ის სიხარული, რასაც მარკესის პოლკოვნიკი პენსის დანიშვნით განიცდიდა, მათთან ჩემი მისვლა იყო.
შემდეგ გავიზარდესავით. წერილის მოლოდინით გაბეზრებულსბევრჯერ მომიწია მისტიურ პორტში დგომა. წერილი არ ჩანდა.
როცა ლოდინით დავიღლებოდი, მე თვითონ ვგზავნიდი წერილებს მივიწყებულ მისამართებზე. დროდადრო სტანდარტული პასუხი მოდიოდა – ადრესატი გაემგზავრა მისამართის დატოვების გარეშე. მეც რიგრიგობით ვხაზავდი ბლოკნოტში ჩაწერილ მისამართებს.
დღესდღეობით ორი-სამი მისამართიღაა შემორჩენილი. ვერაფრით გადამიწყვეტია ამ მისამართებზე წერილების გაგზავნა. იქიდანაც იგივე პასუხი რომ მომივიდეს, ცუდი იქნება, ძალიან ცუდი. მერე ვინღა გავიხსენო უგონოდ მთვრალმა? ვისი ხათრით დავიწყო რამდენიმე კვირიანი ”ანტი ალკოჰოლიური აქციები”?!. იმ მისამართებზე მაგარი ახატიათ, მე ჯანმრთელი მოვკვდები, თუ ცეროზი გამომიწერს საგზურს ჰადესის მინდვრებისკენ, მაგრამ ნასვამზე ან დაბოლილზე ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარი იმედებია.
რამდენიმე დღის ერთერთი უკანასკნელი მისამართი ამოვშალე ბლოკნოტიდან, სადაც ნამდვილად არ ეკდიათ, მე როგორ მოვკვდებოდი – ბაბუას მერე ბებიაჩემი მივაბარე მიწას. საფლავთან ვიდექი, ვეწეოდი, მესაფლავეები საქმიანი ზუზუნით ამუშავებდნენ ნიჩბებს. მე თითქოს მიხაროდა რომ ყოველი მეორე ჭიქის მერე აღარ შემაწუხებდა სინდისის ქეჯნა, მაგრამ მერე, ქელეხზე, ჭიქას ჭიქაზე რომ ვისხავდი, მივხვდი გულს როგორ აკლდა ბებიაჩემის მაყვედებელი თვალები. ხასიათ მოშხამულმა ამოვიღე ბლოკნოტი და ასე ძვირფასი მისამართი ზიგზაგისებრი ხაზებით გადავშალე.

ყველაფერი ერთად

January 4, 2008 at 4:22 pm | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 1 Comment

გამარჯობა ბლიად :)

დაგვიანებით ვულოცავ საკუთარ თავს დაბადების დღეს, ახალ წელს და ახალ მობილურს :) ხო ხო, მობილური ვიყიდე, მეღირსა რა :)    SE W810i , ნორმალური ტელეფონია, მუსიკაზე ორიენტირებული და რამე ;)

”იმედში” კვლავ გაურკვევლობაა. ახალი წლების მერე შევიკრიბებით სავარაუდოდ და გაირკვევა რა როგორ იქნება. იმედია, გეგმები თავზე არ დამემხობა, რისი დიდი შანსიც არსებობს ჯერჯერობით.

კიდევ რა…ახალ წელს როგორ სევხვდი არ მახსოვს. პირველ იანვარს გავიღვიძე გასიებული თავით და გამომხმარი პირით. ფეხებში თანამშრომელი ბიჭი მეწვა :| როგორც მომიყვნენ სახლამდე ერთმანეთი მოგვითრევია და ეგრევე დავყრილვართ :)

დაბადების დღეზე ყვავასთან შტრო ვსვი ბეილისთან ერთად. მინდა ვთქვა რომ კეთილი სითხეა, ძალიან კეთილი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამეს newsroom-ში სავარძელზე გადაწოლილს მეძინა, დილით არც თავი მტკიებია და არც პახმელიას შევუწუხებივარ. სამწუხაროდ, ეს სიკეთე 80 ლარამდე ჯდება და მხოლოდ პრაზდნიკებზე თუ გასინჯავს კაცი. დანარჩენ დღეებში default დოზა, რომელიც სიბოროტეა, მაგრამ დალოცვილობის დიდ დოზას შეიცავს :)

ბედობას ყვავას ბარში შევხვდი .ორი ბავარია, კარგი მუსიკა, downtempo განწყობა საკმარისი აღმოჩნდა, ბართან მიმჯდარს პატარა ვეში გამეკეთბინა. მგონი ნორმალური ვეში გამოვიდა, მერე ავკრიფავ და აქაც დავდებ. გარდა ამისა, სხვა ვეშსაც ვუზივარ, იმედია გავიყვან ბოლომდე, ნუ უნდა გავიყვანო რა, საკაიფო ტემპით მივიწევ წინ :)

კიდევ რა…კომპი დაბრედილი მაქვს. ცხოვება უკომპიუტეროდ მშვენიერი ყოფილა, უბრალოდ მუსიკის ამბავში მიქმნის დისკომფორტს. ახალს რომ ვერაფერს ვუსმენ ტეხავს. სამაგიეროდ კარგად მივიწყებული ძველები გავიხსენე და დიდადაც ვისიამოვნე :)  თან, ყველაფერი კარგდ დავიწყებული ხომ იგივე ახალია:)

ხოდა ასე. ეხლა წავალ მე.

ვეცდები უფრო ხშირ-ხშირად ვწერო :)

ხოდა ასეე….

October 30, 2007 at 2:16 am | Posted in Uncategorized | 6 Comments

ბევრი ლაი-ლაის გარეშე. გავედი ”დუბლიორის” ფინალისტ 15 კაცს შორის, ორშაბათს პრომოს ჩაწერა გვაქვს, 5 ნოემბრიდან პირველი ნაკადი დაიწყებს მუშაობას, ერთი კვირის შემდეგ მეორე ნაკადი, ხოლო 19 ნოემბრეს მესამე ნაკადთან ერთად მე გამოვიჭიმები პირდაპირ ეთერში. შანსები ალბათ 50/50. ჯერჯერობით გამოკვეთილ ლიდერს ვერ ვხედავ, ორ-სამ დაქოქილ გოგოს თუ არ ჩავთვლი, თუმცა მე რას ვხედავ არ ვხედავ, მეორე ხარისხოვანია. დარწმუნებული ვარ დანარჩენი 14 მონაწილეც იგივეს ფიქრობს, კონკურენტს ვერ ვხედავო. ვნახოთ, ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა :|

გვიხარის მროველი გვიხარის :bis:

October 16, 2007 at 2:41 pm | Posted in Uncategorized | 14 Comments

ესე იგი, რომ მეგონა მატარებელმა ჩაიარა, სადგური სიბნელეში შთაინთქა და ნათესავები დიდრონი ვენოკების საყიდლად წავიდნენ, სწორედ მაშინ დარეკეს, სწორედ მაშინ მითხრეს რომ კვირას 11 საათზეო!!!

სულ სხვანაირად ჟღერს  ბლეკი დაიდოს!!!

სულ სხვანაირად იფხრიწება დინამიკები გროულინგისგან. სულ სხვანაირად გენიალურია მუსტისის კლავიშის სოლოები….!

იმიტომ რომ ბლეკი დაიდო!!!

კვირას, 11 საათზე

უკანასკნელი პორსტვა ტრუსების ამარა (?)

September 30, 2007 at 5:18 am | Posted in ნაცრისფერი ქრონიკები | 5 Comments

შეიძლება თამამად ითქვას რომ დღეს ერთერთი უკანასკნელი ღამეა, როცა ტრუსების ამარა დაპოსტვა კანკალის გარეშე შეიძლება.

ვზივარ, არ ვეწევი, სამაგიეროდ ვფიქრობ ზაფხულზე, რომელიც რა თქმა უნდა თვალსა და ხელს შუა გაფრინდა, რომელსაც ვერ ველევი, მაგრამ მალე იძულებული ვიქნები გავაცილო….ხოლო სანამ ზაფხულის მატარებელი პერონთან ქშინავს და მგზავრები მემანქანეს საუბრით იყოლიებენ, როგორმე რომ გამგზავრება გადაადებინონ, გადავავლოთ თვალი ზაფხულს პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე.

პირველ რიგში დავიწყე, შუამდე მივედი და აღარ გამიგრძელებელია, დიდი ხნის ნაფიქრი ”სატანის მახვილი” . პირველი ორი თუ სამი თავი თბილისის ფორუმზე გამოვჭიმე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ზოგს მოეწონა, ზოგმაც დასაბუთებულად გამაკრიტიკა, (გულწრფელი მადლობა მათ). რომ გამიკვირდა, ჩვენი ყვერება ინტელექტუალები სად არიან მეთქი, ისინიც გამოჩნდნენ, შესაბამისად ნაწარმოების ცალკე თემად არსებობამ აზრი დაკარგა და საკუთარი ხელით მივხურე. ჯანსაღ, საქმიან კრიტიკას მუდამ მივესალმები, მაგრამ როცა კრიტიკა სნობიზმში და ინტელექტის დემონსტრირებაში გადადის, უკვე გულის ამრევი ხდება. თუ კაცს ნერვები გყოფნის, ყვერება ინტელექტუალების ”დაღლილ პოსტებზე” პირდაპირ იკაიფებ, მაგრამ თუ ნერვები არ გყოფნის, შეიძლება უფროსი ხალხი მწარედ შემოგელანძღოს და მათი, ამდენი კითხვისგან გაქონილი გულები, მწარედ ააწრიპინო.

დალშე…..

რავი, ვერ ვიხსენებ ვერაფერს. თუ რამე გრანდიოზული მოხდა, ამ ბლოგზევე ეწერება წინა პოსტებში, მაგრამ არა მგონია.

ხო,როგორც წესი დავიწყე რამდენიმე მოთხრობის წერა, რომლებიც ან google doc-ის საქაღალდეებში დაიკარგნენ, ან საწერი მაგიდის ზედა უჯრაში განისვენებენ. ადრე ვნერვიულობდი დამთავრებას რომ ვერ ვახერხებდი, მაგრამ ეხლა ძალიან მშვიდად ვარ, თითქმის მიხარია კიდეც. ეს დაუსრულებელი მოთხრობები გარდა გუგლას დოკუმენტებისა და თაბახის ფურცლებისა, მეხსიერებაშიც ილექება და ყოველი ახალი ვეშის დაწყებისას ხელთ მაქვს უამრავი პერსონაჟი, სცენა, სიტუაცია……ერთი სიტყვით საკუთარ ბანკს ვქმნი, რომელსაც მოგვიანებით ან ბავშვები დაწვავენ ჭიაკოკონობისას, ან მე დამეხმარება რომ სათქმელი ბოლომდე ვთქვა …მოკლედ, Х – Е – З.

რაც შეეხება სამეგობროს…..რამდენიმე პოსტით ქვემოთვ წერდი, გაბლატავდნენ მეთქი. ამ გაბლატავებამე რთი მართლა კარგი მეგობარი გადაიყოლა, თუმცა რას მივტირი, როგორც აღმოჩნდა, სულაც არ ყოფილა ის კაცი მეგობარი. კიდევ ერთი მეგობარი გაურკვეველ ვითარებაში გაურკვეველ ხალხს გადაეყარა, ”ძველებს” დროდადრო თუ შემოგვეხმიანება, მაგრამ მაინც კაცია, თუნდაც ჯერჯერობით :D

მესამე მეგობარი მალე სახიფათო ზღვარზე გაივლის, ”ჯეობარში” შედის ჯიგარი და….

”ჯეობარზე” გამახსენდა, არის შანსი რომ მე ”დუბლიორში” ამოვყო თავი. საბუთები შეტანილი მაქვს, ეხლა ზარს ველოდები ”იმედიდან”.

ვაგრძელებ მეგობრების თემას.

სექტემბერში, ფორუმელების ექსკურსიაზე სპონტანურმა წაყიალებამ რამდენიმე ”კანფეტი” ნაცნობი შემძინა, ყველანაირად საყვარელი ხალხი. საერთოდ, როცა გარშემო ბევრი უცხოა, ან უიმედოდ ვმუნჯდები და ძილი მერევა, ან ენას ვეღარ ვაჩერებ. ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი მოხდა და სულ რამდენიმე სიტყვაში უფლისციხე საკუთარ მამულებად ვაქციე :D

ლიტერატურაზე ვიყბედე…

მეგობრებზე ვიყბედე..

გეგმებიც ვახსენე…

მგონი ის დროა დავწვე დავიძინო :D

რეზერვზე ზეგ გამოიარეო….

September 23, 2007 at 3:40 pm | Posted in Uncategorized | 5 Comments

 

ხოდა ჩემი ფეხები. დილის 9 საათზე თუ გამოვცხადდი მხარზე ახალთახალი ჩანთით და ბრიყვი პატრიოტის ღიმილით, იმიტომ არ გამომაბუნძულეს უკან. აღმოჩნდა, რომ სიაში არ ვარ და დამატებითი სიებით მხოლოდ 18 ოქტომბერს მეღირსება რეზერვისტის ”ტიტული”.

გუშინ თუ გულს არ ვიტეხდი, დღეს პირდაპირ ვიტყვი რომ დავაჯვი ამათ რეზერვს. სიები ვერ შეუდგენიათ ნორმალურად და რამე სერიოზულის მსწავლელები არიან? არა მადლობთ, სადაც ვარ, ძალიან კარგად ვარ. შემეშვით ბლინ…უკან გაიკეთეთ თქვენი შიშველი პატრიოტიზმი.

მროველი – რეზერვში

September 23, 2007 at 2:24 am | Posted in ვიდეო-ები | 1 Comment
Tags: , , , ,

ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე – ხვალ დილის 9 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უნდა ვიყო. გაგვატარებენ რეგისტრაციას, შეგვრეკავენ ავტობუსებში და წავედით რეზერვში.

განწყობას არაუშავს, რომ ჩამოვალ დიდი გეგმები მაქვს, აქედან გამომდინარე 18 დღიანი ”კამუფლირებული შვებულება”, რა დამღლელიც არ უნდა იყოს ის, ხასიათს ვერ გამიფუჭებს .

სხვა კიდევ…ალბათ არაფერი…როგორმე სიგარეტის ყიდვა უნდა მოვახერხო. რამე იაფფასიანებს წავიღებ, ოღონდ ბევრს, კიდევ ბლოკნოტი მიმაქვს და პასტა, ორი უმნიშვნელოვანესი ნივთი. ”დუბლიორის” მხრივაც ყველაფერი რიგზეა. ის პატარა გაუგებრობა გავარკვიე, ეხლა ისღა დამრჩენია, ბიოგრაფია/ჩანახატი ცოტათი დავარედაქტირო. დანარჩენებს ”მდივანი” მიხედავს :D

მოკლედ, ეს არის რა. თუ დავბრუნდი ხო დავბრუნდი, 11 ოქტომბერს უკვე აქ უნდა ვიყო.

წასვლის წინ კი საკუთარ თავს  მამა სიმღერას დავუტოვებ Status Quo – In The Army Now

იმფორთხალი

September 16, 2007 at 11:48 pm | Posted in ლიტერატურა, Music | 13 Comments

ეძღვნება ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უტყდებათ აღიარება რომ მეტალისტები არიან

99 წელი იყო რა, მშრალ ხიდზე ჯერ კიდევ არ იდგა მარინა.  ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან. რაღაც კასეტები ჩამოიტანა, მათ შორის ძაან უცნაურ ყრდიანი ალბომი,  მეთქი აბა ჩართე, ვნახოთ რა არის. ჯერ საკაიფო კლავიშების სოლოთი  დაიყო, მერე  დაიხრიალა და გიტარები აბღავლდნენ. სადღც ათი წუთი გაოგნებული ვუსმენდი ვუსმენდი Immortal-ის at the heart of winter. მაშინ კაკრას ესეთი მუსიკა გვჭირდებოდა . შუქს ჯერ კიდევ გრაფიკით გვაძლევდნენ, გაზი მარტო ცირკთან ჰქონდათ, ზამთარში მეზობლის თოთო ბავშვს  ფილტვების ანთება დაემართა და მოკვდა. ერთი სიტყვით, გარშემო ბევრი რაღაც   გვიწიწკნიდა ნერვს , გვიტყნავდა ტვინს , ზოგჯერ მზად ვიყავით უბრალო გამვლელი ჩლუნგი ხერხით დაგვეხერხა., რა არის, ყელში მობჯენილი აგრესიისგან რომ გავთავისუფლებულიყავით. ხოდა რომ არ გამოგვეჭრა, მივდიოდით და იმფორთხალს ვუსმენდით. როგორც ზამთრის გაყინულმა მიწამ ჩაიკრა 4 თვის ბავშვის სხეული, ისე გვიკრავდა ჩვენ იმორტალის მუსიკა.
……………….
………………..
ეხლა 2007 ხო?
შუქიც გვაქვს, გაზიც.  ბავშვებიც სულ უფრო იშვიათად იღუპებიან სიცივისგან. მეტალისტი ძმაკაცების უმეტესობა  უკვე ჯაზსს უსმენს, ან ქლაბერობს, ლაპარაკისას ვითომ სკრეჩავენ და რამე. მეტალისტობის დამბრალებლები ერთი ორი კაცი დავრჩით. ისევ ძველებურად გვისწორდება იმფორთხალი, ემპერორი, სატირიკონი და ვაბშე ძველი, სისხლიანი სკოლა.
გასწორებით, ალბათ დანარჩენებსაც უსწორდებათ, მაგრამ 2007-ში მეტალი უკვე მოდური აღარ არის. ტიპები ინტელექტუალობას აწვებიან და ინტელექტუალი მეტალისტი ჩარჩოებში ვერ ჯდება. უკეთესია სამხრეთ აფრიკელი , აპარტეიტის მსხვერპლი ტამტამისტის თაყვანისმცემლად ითვლებოდე, ვიდრე ვინმემ გაიგოს რომ ერთ დროს იმფორთხალზე გიქნევია თავი. ნუ მაქსიმუმ, მთვრალმა წამოაყრანტალო რომ ყველანი ცოდვილები ვართ და ბავშვობაში დიმუ ბორგირს უსმენდი, (დიმუ მაინც ”დონეა”) მაგრამ ამჟამად დიმუ ბორგირის პრიმიტიული მუსიკა თავს გატკიებს……..

Next Page »

Create a free website or blog at WordPress.com. | The Pool Theme.
Entries and comments feeds.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.